ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა იმართება.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც ნელი დოროყაშვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე ილაპარაკა.
სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს, მხრის ზედაპირზე სისხლნაჟღენთი ჰქონდა.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მას დაზარალებულმა დოროყაშვილმა განუმარტა, რომ ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ექსპერტის თქმით, დოროყაშვილი მიუთითებდა, რომ ტრავმის მიღების დღეს მას თავის ტკივილი ჰქონდა.
"მას ჰქონდა სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც ემოციურ მდგომარეობას მიეკუთვნებოდა. მარჯვენა მხრის შიდა ზედაპირზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც მსუბუქი ხარისხის დაზიანებას მიეკუთვნებოდა ჯანმრთელობის მოშლის გარეშე", - განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა.
მისივე თქმით, მსგავსი სახის დაზიანება რაიმე მკვრივი ბლაგვი სახის საგნით არის მიყენებული.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი თეონა გვაზავა ექსპერტის საპასუხოდ აცხადებს, რომ მათთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მიიღო ნელი დოროყაშვილმა დაზიანება.
როგორც ის განმარტავს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის მიერ დათვალიერებისას, ნელი დოროყაშვილს მკლავზე მხოლოდ სიწითლე ჰქონდა. რაც შეეხება ექსპერტის მიერ ასახულ დაზიანებას სისხლნაჟღენთის სახით, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, დაცვის მხარისთვის უცნობია, საიდან გაჩნდა ის.
"აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკითხულია სასწრაფოს ექიმი, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა პირველს დაეთვალიერებინა ნელი დოროყაშვილის მხარზე არსებული ესკორაციები. ექიმმა ცალსახად განმარტა, რომ დოროყაშვილს აღენიშნებოდა უმნიშვნელო დაზიანება სიწითლის სახით, რაც კანის ოდნავ აქერცვლაში გამოიხატებოდა. თავის მხრივ, როცა დაესვა კითხვა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებულია მკლავის შიდა ნაწილში დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, ექსპერტმა გამორიცხა აღნიშნული დაზიანების არსებობის ფაქტი 2020 წლის 21 მაისის 16:00 საათის მდგომარეობით... გაგრძელება