მას შემდეგ, რაც თურქმენეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, ქალებისთვის რამდენიმე ახალი აკრძალვა დაწესდა. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ახლა თალიბანის გზას ადგას, რადგან ქალების უფლებები მაქსიმალურად შეიზღუდა.
ახალი წესების მიხედვით, ქალებს არ აქვთ უფლება, ატარონ მჭიდრო ტანსაცმელი, შეიღებონ თმა ან გამოიყენონ სილამაზის აქსესუარები, გრძელი ფრჩხილები, წამწამები და ა.შ.
ამას გარდა, ქალებს არ აქვთ უფლება, მანქანით იმგზავრონ ახლობლის თანხლების გარეშე და ამ შემთხვევაშიც კი ვერ დასხდებიან მძღოლის გვერდით სავარძელზე.
თურქმენეთი კრძალავს კოსმეტიკური საშუალებების, ფილერების და წარბის ფანქრების იმპორტსაც, რომლებიც ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მხოლოდ წინა კვირაში ათიათასობით ქალმა დაკარგა სამსახური იმის გამო, რომ ისინი სილამაზის პროდუქტების სფეროში იყვნენ დასაქმებულები. ახალმა პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუხამედოვნმა არჩევნებში 12 მარტს გაიმარჯვა და ქვეყნის სათავეში მან საკუთარი მამა ჩაანაცვლა.
პოლიციის ოფიცრები ქუჩებში აჩერებენ ქალებს და ამოწმებენ, არის თუ არა მათი ტუჩები, წარბები ან წამწამები ბუნებრივი. მამაკაცებს ეკრძალებათ უცნობი ქალებისთვის მგზავრობის შეთავაზება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქალი მძღოლის გვერდით დაჯდება, მას ჯარიმის სახით 2000 დოლარის გადახდა მოუწევს.
საღამოს 8 საათის შემდეგ ქალისთვის მგზავრობა აკრძალულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ნათესავთან ან ქმართან ერთად იმყოფება.
პროტესტისა და კრიტიკის დონე თურქმენეთში ძალიან დაბალია, რადგან მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტები ძირითადად გისოსებს მიღმა ხვდებიან ხოლმე. მაგრამ ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ გამკაცრებული კანონები ბოლო წვეთია ხალხისთვის, რომლებიც მზად არიან საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ წასასვლელად.
შეზღუდვების შესახებ ოფიციალური კომენტარი სახელმწიფო მხარეს ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
წყარო: www.rferl.org
ქუჩაში გამათრახებული ქალები, მხოლოდ შავი სამოსი და უუფლებო ადამიანები - როგორ ცხოვრობენ ავღანელები "თალიბანის" რეჟიმის პირობებში
სასოწარკვეთილი ავღანელი დედები შვილებს ამერიკელ ჯარისკაცებს ატანენ, რომ გადაარჩინონ - ემოციური კადრები