ქართულმა საზოგადოებამ ფრანგული კინოს ვარსკვლავი, ლეგენდარული ალენ დელონი გამოიტირა. ყველაფერი სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ინფორმაციით დაიწყო, სადაც ეწერა, რომ 86 წლის მსახიობი დღეს, 18 მაისს, ევთანაზიის პროცედურას მიმართავდა და თავისივე ნებით დაასრულებდა სიცოცხლეს.
ეს საკითხი იქცა თემად, რომელმაც ყველა ინფორმაცია "გადაფარა".
უცნობია, თუ როგორ შეიტყვეს სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმა ალენ დელონის ევთანაზიის "ზუსტი თარიღი", თუმცა ფაქტია, რომ არაერთმა ადამიანმა ამ თემას ვრცელი პოსტი მიუძღვნა და დამწუხრდა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ვარსკვლავის ასეთი დასასრულის გამო.
ალენ დელონის უამრავ გულშემატკივარს გაგახარებთ და გეტყვით, რომ მსახიობი ცოცხალია და არ არსებობს არანაირი ოფიციალური და სანდო ინფორმაცია, რომ ის 18 მაისს ან უახლოეს მომავალში ევთანაზიის პროცედურას გეგმავს. უფრო მეტიც, ის საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებასაც აქტიურად ადევნებს თვალს. ბოლო ინფორმაცია, რომელიც ალენ დელონზე ფრანგულ მედიაშია გამოქვეყნებული, გუშინდელი რიცხვით, ანუ 17 მაისითაა დათარიღებული…გაგრძელება