პროპაგანდისტული რუსული ტელეარხის, „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ სომხეთი რუსეთისგან დამოუკიდებლად ვერ იარსებებდა.
„რა იქნებოდა სომხეთი რუსეთის გარეშე? ის საერთოდ არ იარსებებდა. ამას როგორც სომეხი, ისე ვამბობ. სომხეთი 1828 წელს ნებაყოფლობით რომ არ გამხდარიყო ამ უდიდესი იმპერიის ნაწილი, დღეს არაფერი მისგან არ დარჩებოდა. ასე რომ, დიახ, როგორც სომეხი ვიტყვი, რომ სომხეთი რუსეთის ნაწილია“, - თქვა მარგარიტამ.
დაღლილი, მაგრამ ბედნიერი - მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა ცხოვრებას მზიან ისრაელში აგრძელებენ
„წლები დავხარჯეთ ამ ბრენდის შექმნაზე, მისი დაკარგვა ჩვენი გულის ნაწილის დაკარგვას ნიშნავს" - უკრაინელი დები, რომლებმაც საკუთარი ბრენდი ომის პირობებშიც შეინარჩუნეს