"ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამის ნახვა... მოეფერა ელის-მარიას და ძალიან ბედნიერი იყო" - სოფო ნიჟარაძემ ელის-მარიასთან ერთად მიხეილ სააკაშვილი მოინახულა (ვიდეო) - Marao

"ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამის ნახვა... მოეფერა ელის-მარიას და ძალიან ბედნიერი იყო" - სოფო ნიჟარაძემ ელის-მარიასთან ერთად მიხეილ სააკაშვილი მოინახულა (ვიდეო)

2022-05-19 21:27:14+04:00


სულ ცოტა ხნის წინ სოფო ნიჟარაძემ ქალიშვილთან, ელის-მარია სააკაშვილთან ერთად საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა:

"ბოლოს საქართველოში დაბრუნების წინ ვნახეთ. მთელი ეს დრო ძალიან ენატრებოდა ბავშვი, ძალიან უნდოდა ნახვა. ელის-მარიამ ყველაფერი აჩვენა, რამდენი რამ ისწავლა, როგორ მღერის, როგორ ითვლის, ანბანს როგორ ამბობს... მოეფერა და ძალიან ბედნიერი იყო. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ პირობებში მისი ნახვა, თუმცა მას ძალიან უნდოდა ჩვენი ნახვა და მადლობა ყველას, ვინც ამის შესაძლებლობა მოგვცა" - თქვა სოფო ნიჟარაძემ შეხვედრის შემდეგ.