სიახლე

ვინ არის 17 წლის ბიჭი, რომელიც ბორჯომში ბოლო ზარზე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ვინ არის 17 წლის ბიჭი, რომელიც ბორჯომში ბოლო ზარზე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
ბორჯომში მომხდარი ავტოავარიის დროს ერთი მოზარდი გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, მანქანაში მე-12 კლასის მოსწავლეები ისხდნენ და სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, მწვა­ნე მო­ნას­ტერ­ში მო­სა­ლო­ცად იყ­ვნენ მი­სუ­ლი. მოზარდები უკან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, როდესაც ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. მანქანაში 4 ახალგაზრდა იჯდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას ერთი მოსწავლე გარდაცვლილი დახვდა, ხოლო სამი მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. მა­თ­გან ერთი გო­გო­ნა და ორი ბი­ჭია.

როგორც ambebi.ge -ს ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ და­ღუ­პუ­ლი 17 წლის მო­ზარ­დი ბორ­ჯო­მის მე-3 სკო­ლის მოს­წავ­ლე ლუკა ლე­კი­აშ­ვი­ლია.

სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს. ლუ­კას დე­დაც ამა­ვე სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია, ინ­გლი­სურს ას­წავ­ლის. ბოლო ზარი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კო­ლო­ნა მწვა­ნე მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ხა­შუ­რის­კენ მი­დი­ო­და, სა­დაც რეს­ტო­რან­ში უნდა ექე­ი­ფათ. სხვე­ბი უკვე წინ იყ­ვნენ და ეს მან­ქა­ნა უკან იყო, რა დრო­საც მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა.

ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. ვი­ზუ­ალ­უ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, გარ­დაც­ვლილ ბიჭს სხე­ულ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, წყალ­ში გა­და­ვარ­დნი­სას შე­საძ­ლოა გული გა­უს­კდა" - ამ­ბო­ბენ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფი ბორ­ჯო­მე­ლე­ბი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93