ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც თამარ გვერდწითელი 9 მაისს, რუსეთში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე მღერის, თავად მომღერალი გამოეხმაურა. მის სოციალურ ქსელში განთავსდა ფოტოები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ დღეს არტისტი საქართველოში იმყოფებოდა, ხოლო ვიდეო, რომელიც გაავრცელეს, დამონტაჟებულია და ხალხში დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.
თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა. თამარს საზოგადოების მხრიდან უამრავი კრიტიკის და ნეგატივის მიღება მოუხდა, რაზეც ნოე სულაბერიძის გადაცემაში ისაუბრა:
„ყოველი ცილისწამება ძალიან მტკივნეულია. როდესაც დაამონტაჟეს კონცერტი და თქვეს, რომ მე გამოვდიოდი ამ კონცერტზე, ამ დროს ვიყავი თბილისში. უკვე ერთი თვეა თბილისში ვარ.
საქართველო სამშობლოა, დედასავითაა, შეგიფარებს. ჩამოვედი, დედა ვნახე, დამამშვიდა. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორი შვილი ჰყავს... მშობლიურ ქალაქში ვარ, ჩემს მეგობრებს ვხედავ, მოდიან, მე არსად დავდივარ, გაჩერებული ვარ, არც ვმღერივარ, არც სცენაზე გამოვდივარ. მუსიკის დრო არ არის, ახლა მხოლოდ გლოვის დროა.
ადამიანს, რომელიც დაწერს სიმღერას „საქართველო“, არ შეიძლება გააჩნდეს სხვა სამშობლო. შეიძლება ცხოვრობდეს 30 წელი რუსეთში, რომელსაც პატივს სცემს, უყვარს და მისი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ სამშობლოს ცნება არის ყველაზე მაღლა მდგომი ნება. ღმერთმა კიდევ დამაწერინოს გაბრწყინებულ საქართველოზე სიმღერა და ჩამატარებინოს კონცერტი, რათა მშვიდობიან გზას დავადგეთ ყველა. შეიძლება ცხოვრობდე საფრანგეთში, ამერიკაში, ყველაფერი კარგია, მაგრამ სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია თამამად ჩამოვიდე, რაღაცები დამაბრალონ, ვაპატიო. არ დავივიწყო, მაგრამ გულში, რასაკვირველია, ყოველთვის ვრჩები ადამიანად, რომლისთვისაც მხოლოდ ერთი სამშობლო არსებობს, ეს საქართველოა“ - ამბობს გვერდწითელი.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს, რუსეთში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, იმღერა თამარ გვერდწითელმა, რაც არის სრული დეზინფორმაცია“ - თამარ გვერდწითელი ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა
„ცილისწამებისა და სტრესის ფონზე ახლა კლინიკაში ვიმყოფები... დედა ოდესელია; წარმოიდგინეთ ის გლოვა და ტირილი, რაც ჩვენს ოჯახში ხდება“ - თამარ გვერდწითელი განმარტებას აკეთებს
თამარ გვერდწითელის ყველა მამაკაცი - ნახეთ მომღერლის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები