„გახსოვდეთ, რუსეთი მოიგებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს“ - კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი მიმართვას ავრცელებს - Marao

„გახსოვდეთ, რუსეთი მოიგებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს“ - კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი მიმართვას ავრცელებს

2022-05-24 11:09:03+04:00


როგორც ცნობილია, თინა კანდელაკი, ჟურნალისტობასთან ერთად, მედიამენეჯერის პროფესიასაც ითავსებს. მან სულ ცოტა ხნის წინ ეკატერინბურგის თეატრში გამართულ კონფერენციაზე კვლავ პროპაგანდისტული განცხადებები გააკეთა:

„ჩვენ შევეჩვიეთ სირთულეებს. ჩვენ ვართ ძალა, ჩვენ ვართ ჯარი, ჩვენი გაჩერება შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ნებისმიერი მტერი, რადგან მტერი არ არის მხოლოდ ის, ვინც გესვრის, ხშირად მტერია ჩვენს გონებაშიც. გახსოვდეთ, რუსეთი მოიგებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს“ - თქვა მან.