37 წლის იურისტი კალიფორნიიდანაა. მან პროცესზე გამოვლენილი გონებამახვილობისა და "დაუნდობელი იურიდიული სტილის" გამოვლენისთანავე ბევრი ფანი გაიჩინა. ვასკესი მაღალპროფილური საადვოკატო ფირმის თანამშრომელია.
ის სასამართლო
ორდღიანი ჯვარედინი დაკითხვის შემდეგ კამილამ ჰერდი იმ ფოტოების გაყალბებაში დაადანაშაულა, სადაც ამბერის დალურჯებული სხეული ჩანს.. ჰერდის მტკიცებით, ეს დალურჯებები ჯონი დეპის ძალადობას ამტკიცებდა. ვასკესმა ჰერდის კარიერული წინსვლაც ნაწილობრივ დეპს მიაწერა: "ჯონი დეპმა მიგაღებინათ "აკვამენში“ როლი, ხომ ასეა?!", - მიმართა ამბერ ჰერდს დეპის ადვოკატმა.
ზოგი კრიტიკოსის აზრით, ვასკესი ქალების უფლებებს არღვევს, რადგანაც მას არ სჯერა "მსხვერპლი ქალის", თუმცა საზოგადოების ნაწილი კამილას აქებს "ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის დაცვისას გამოჩენილი სიმამაცისთვის."
ადვოკატმა და ყოფილმა მოსამართლემ, ჰალიმ დანიდინამ, ეჭვი გამოთქვა, რომ საზოგადოებასა და ნაფიც მსაჯულებს ერთნაირი რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ სასამართლო პროცესებზე. მისივე თქმით, ვასკესის პოპულარობა იმის მაჩვენებელია, რომ ეს ჰერდისთვის საკმაოდ რთული ბრძოლა იქნება.
"როცა საზოგადოებას არ მოსწონხარ და უფრო მეტიც, შენზე მეტად ჯონი დეპის ადვოკატი მოსწონს, რაც უნდა იყოს, ეს მაინც იმოქმედებს შენზე", - ამბობს ყოფილი მოსამართლე.