ისტორიები რასებს შორის ბრძოლის შესახებ ძირითადად მოგვითხრობს ამბებს სოციოპოლიტიკურ უთანხმოებებზე, რომლებსაც აწარმოებდნენ ამერიკელები, თუმცა ისტორიის ამგვარი გაგება ისეთივე შავ-თეთრია, როგორც განსხვავება შავკანიან და თეთრკანიან მოსახლეობას შორის.
უამრავი ჯგუფი არსებობს, რომლებიც წარსულში დისკრიმინაციის მსხვერპლნი გამხდარან და თავისი უჩვეულო ისტორიით გამოირჩევიან. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი მისისიპის დელტაში არსებობს, რომელიც ოდესღაც მასიურ გამოწვევას წარმოადგენდა სეგრეგაციის წინააღმდეგ და რომელსაც "ჩინეთის მისისიპის დელტას" უწოდებდნენ.
ამ დროს ათასობით ჩინელი მუშა უკვე ჩართული იყო დასავლეთის მიწათმოქმედებასა და რკინიგზის მშენებლობაში. მათ მოიპოვეს იაფი მუშახელის რეპუტაცია და ბამბის პლანტაციების მფლობელები მონების იდეალურ შემცვლელებად თვლიდნენ.
სამხრეთში ბრბოს ძალადობისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბევრი ჩინელი გადავიდა სხვა შტატში საცხოვრებლად, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ უფრო მომგებიან სამუშაოს იპოვიდნენ, თუმცა პლანტაციებში ანაზღაურების ნაკლებობამ ისინი აიძულა რომ საკუთარი ბიზნესი დაეწყოთ. ყველაზე ხშირად ეს იყო სასურსათო მაღაზიები.
რასისტულმა დამოკიდებულებამ ჩინელი მუშაკების მიმართ 1882 წელს მიაღწია პიკს, რადგან კონგრესმა მიიღო გამორიცხვის აქტი და აკრძალა 10 წლის განმავლობაში ამერიკის ტერიტორიაზე ჩინელების შესვლა, თუმცა, სასურსათო მყიდველობა კლასიფირდა როგორც ვაჭრის პროფესია და ამრიგად, 1903 წლიდან 1925 წლამდე მისისიპის დელტას ჩინელი ემიგრანტების ნახევარზე მეტი სწორედ ამ საქმიანობით იყო დაკავებული.
სასურსათო მაღაზიებმა მისცეს ჩინელებს უნიკალური შესაძლებლობა რომ შეექმნათ საკუთარი სივრცე სეგრეგირებულ საზოგადოებაში.
სასურსათო მაღაზიები, რომლებსაც ამერიკელები ფლობდნენ, კრძალავდნენ ვაჭრობას შავკანიანი ხალხისთვის, რომლებსაც ისინი ჯერ კიდევ მონებად აღიქვამდნენ. სწორედ ამიტომ, ჩინელებმა დაიწყეს კერძო მაღაზიების შექმნა და შავკანიანებისთვის მომსახურეობის გაწევა. ეს ყოველივე ხდებოდა მისისიპის დელტას უბანში.
მაგრამ შავკანიანების და ჩინელების ურთიერთობა უფრო შორს წავიდა ვიდრე უბრალოდ თანაცხოვრება. ჩინელი სასურსათო მაღაზიები ეხმარებოდნენ შავკანიან მომხმარებლებს სოციალური უსაფრთხოების ფორმებით და, ზოგჯერ, თეთრკანიანების წინააღმდეგ მიმართული ობლიგაციების გამოქვეყნებაშიც. ამგვარად, მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩინელმა ემიგრანტებმა მოიპოვეს მისისიპის შავკანიანთა საზოგადოების ნდობა და მთლიანად გადაერთნენ მათთან თანამშრომლობაზე.
როგორც ორ ჯგუფს შორის ურთიერთობის გაღრმავების ბუნებრივი შედეგი, წარმოიშვა რასობრივი წყვილები. ზოგიერთმა შავკანიანმა მამაკაცმა ჩინელი ცოლი მოიყვანა, ხოლო ჩინელი ქალები უფრო ხშირად ქორწინდებოდნენ შავკანიან მამაკაცებზე. მაგრამ ამ დროისთვის ჩინელებისა და შავკანიანების ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვების რაოდენობა მთლიანად ჩინეთის მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს შეადგენდა.
თუმცა, 1920-იანი წლების შემდეგ ამ ორ რასას შორის ურთიერთობა გაფუჭდა. მიზეზი არ ყოფილა რაიმე კონკრეტული ინციდენტი, მხოლოდ ის რომ შავკანიანებთან ურთიერთობის გაწყვეტის სანაცვლოდ თეთრკანიანი ამერიკელები ჩინელებს ხელახალ კლასიფიკაციასა და ნორმალურ სამუშაო პირობებს სთავაზობდნენ.
1930-იან წლებამდე შავკანიანი ბავშვების განათლება არაფორმალურად ხდებოდა და უმეტესი ნაწილი ფინანსდებოდა კერძო შენატანებით. მაშინაც კი, როდესაც შავკანიანი ბავშვებისთვის საჯარო სკოლები გაიხსნა, 1935 წლიდან დაწყებული, ისინი სახელმწიფოსგან უმნიშვნელო დაფინანსებას იღებდნენ. 1941 წელს ბოლივარის ოლქმა დახარჯა $238,161 6,216 თეთრკანიანი ბავშვის განათლებაზე, მაგრამ მხოლოდ $38,765 შავკანიანი ბავშვისთვის. სწორედ ასეთი სახის განათლება იყო ის, რაც ლუმების ოჯახს არ სურდა რომ მიეღო, რის გამოც დაიწყო ბრძოლა სასამართლოში საქმეზე ლუმ რაისის წინააღმდეგ.
მართა და ბერდა ლუმები, ორი ჩინელი ემიგრანტის ქალიშვილები, სწავლობდნენ თეთრკანიანთა სკოლაში, სანამ ოჯახი ბოლივარის ოლქის როზედეილში გადავიდოდა. 1924 წელს მათ მოსთხოვეს დაეტოვებინათ სკოლა და დაწყოთ სწავლა შავკანიანებისთვის გათვლილ სკოლაში. ლუმის ოჯახმა საქმე აღძრა სასკოლო რაიონის სამეურვეო საბჭოს წინააღმდეგ, რათა მართა თეთრკანიანების სკოლაში დარჩენილიყო.
როდესაც საქმე რაიონულ სასამართლომდე მივიდა, ლუმის ოჯახის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მართა „არ არის ფერადი რასის წარმომადგენელი და არ არის შერეული რასის წარმომადგენელი, ის მხოლოდ ჩინელია.“
იქიდან გამომდინარე, რომ ის არც ფერადკანიანი იყო და არც თეთრკანიანი მისთვის, როგორც ჩინელი ადამიანისთვის, არ იყო გათვალისწინებული არანაირი ცალკეული კანონი, რომელსაც პროკურატორა ამ საქმეში გამოიყენებდა.
რაიონული სასამართლო შეთანხმებული იყო პროკურატურასთან. შემდეგ საქმე გასაჩივრდა შტატის უზენაეს სასამართლოში, რომელმაც გააუქმა გადაწყვეტილება იმის მტკიცებით, რომ ჩინელები არ იყვნენ „თეთრები“ და, შესაბამისად, მათი ადგილი შავკანიანთა სკოლებში იყო. შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ მხარი დაუჭირა ამ არგუმენტს.
გადაწყვეტილება ლუმ რაისის საქმეში სხვა სკოლებს აძლევდა უფლებას განეხორციელებინათ კონკრეტულად რასობრივი დისკრიმინაცია.
მათთვის, ვისაც „ნორმალურ“ სკოლაშის წავლა სურდა, ერთადერთი გამოსავალი შავკანიან ადამიანებთან ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტა იყო. თეთრკანიან მშობლებს ეშინოდათ, რომ თუ ჩინელ ბავშვებს სკოლებში სწავლის უფლებას მისცემდნენ, იქ შავკანიანებისა და თეთრკანიანების საერთო შვილებიც დაიწყებდნენ სწავლას.
ჩინური საზოგადოების ლიდერები ზეწოლას ახდენდნენ ჩინელ კაცებზე, რომ შეეწყვიტათ ურთიერთობა შავკანიან ქალებთან და მიეტოვებინათ საკუთარი შვილები. ვინც უარს იტყოდა, იზოლირებული იქნებოდნენ და დარჩებოდნენ სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემის გარეშე.
სხვა შემთხვევებში გამოიყენებოდა უფრო მეტი იძულებითი ზომები, რათა ეიძულებინათ რასობრივი ოჯახები დაეტოვებინათ ამერიკის ტერიტორია. 1940-იანი წლებისთვის კლივლენდში შავკანიან და ჩინელ ამერიკელებს შორის აღარ არსებობდა ფორმალური ან არაფორმალური ქორწინებები.
ამავდროულად, მიღებულ იქნა ახალი კანონები, რომლებიც ჩინელ ბავშვებს თეთრკანიან სკოლებში სწავლის უფლებას აძლევდა. მაგრამ მისისიპის თეთრკანიანთა საზოგადოებაში იმიჯის გაუმჯობესება მუდმივად მოითხოვდა შავკანიანთა საზოგადოებასთან დაშორებას.
მას შემდეგ ჩინეთის საზოგადოება ცდილობდა წაეშალა წარსული ურთიერთობის მტკიცებულება შავკანიან მეზობლებთან, რომლებთანაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.
იმავდროულად, ბავშვები ტოვებენ ქვეყნის ტერიტორიას განათლების მისაღებად და არ კმაყოფილდებოდნენ მშობლებისგან მიღებული სასურსათო მაღაზიებით. შედეგად, ჩინეთის საზოგადოება მისისიპის დელტაში თითქმის გაქრა.
ის, თუ როგორ ცდილობდა ჩინეთის საზოგადოება ამ რეგიონში თეთრკანიანთა საზოგადოების მიღებას, რა თქმა უნდა მორალურად ამაზრზენი იყო.
ჩინელ ამერიკელებს რეგიონში განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. ეს იყო მათი ეკონომიკური წარმატების მიზეზიც. მაგრამ მატერიალური ღირებულებების სანაცვლოდ მათ დაივიწყეს ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში ემეგობრებოდნენ, გააჩნდათ საქმიანი ურთიერთობები და რომლებთან ერთადაც ოჯახებსაც კი ქმნიდნენ.