ომაიმა ნელსონი ქმრის, უილიამ ნელსონის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს. 1986 წელს, 18 წლის ასაკში, ეგვიპტელი მოდელი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან კარიერული წინსვლა და განვითარება სურდა.
როდესაც ხელისუფლებამ საქმის გამოძიება დაიწყო, მათ ნელსონის სხეული მადლიერების დღის ინდაურთან შერეული იპოვეს. კაცის ხელები ზეთში იყო შემწვარი, მოხარშული თავი კი საყინულეში ინახებოდა.
ცოტახნის წინ ომაიმამ ცენტრალური კალიფორნიის ქალთა დაწესებულებას პირობითი ვადით გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
ომაიმას სასამართლო პროცესზე ფსიქიატრმა ჩვენება მისცა, მან თქვა რომ ომაიმამ ქმრის მკვლელობა აღიარა და აღნიშნა, რომ უილიამის ნეკნები მწვადის სტილში მოამზადა, რის გამოც ისინი ძალიან გემრიელი იყო.
ომაიმა ნასამართლევია მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდებით და 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მოდელი სწორედ ამ სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვს.
ქალმა ადვოკატს განუცხადა, რომ ქმარი შემდეგ ცხოვრებაში მასთან მოხვედრის მიზნით მოკლა, როგორც ამას ეგვიპტური მითოლოგია გვასწავლის.

შეურაცხყოფამ და გულგრილობამ წარმოშვა ნამდვილი მონსტრი, რომელმაც 1940-იან წლებშიმთელი იაპონია შეძრა - იაპონელი სადა აბეს წარმოუდგენელი ისტორია
პლასტიკურმა ქირურგმა ცოლის ცხედარი თვითმფრინავიდან გადააგდო და მის პოვნაში პოლიციას 10 წლის განმავლობაში ეხმარებოდა - რობერტ ბირენბაუმის დაუჯერებელი ისტორია
13 წლის მეგან მაიერის ისტორია, რომელიც სოციალურმა ქსელებმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა