ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა და საუბრის დროს ატირდა.
გვანცამ დაგმო ქალზე ყველანაირი სახის ძალადობა და განაცხადა, რომ მშობლებმა შვილებს ქალების პატივისცემა ადრეული ასაკიდანვე უნდა ასწავლონ.
„ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ იმაზე, მე რომ ბიჭი მეზრდება და 10 წლის არის, 10 წლის კი არა, 5 წლის ასაკში უნდა ვასწავლო ის კი არა, როგორ თქვას ქალის სადღეგრძელო, უნდა ვასწავლო ქალის დამოუკიდებლობის, ქალის თავისუფლების მიმღებლობა, რომ თვითონ მოუნდეს სადღეგრძელოს თქმა ამ ქალზე ისე, როგორც სინამდვილეში სცემს პატივს. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ქალს მოძალადე კაცთან ჰყავდა შვილები, ხალხნო, თქვენ გესმით, ეს რამხელა სტრესი და რამხელა ტანჯვაა? ხვდებით, რამდენი რამ აქვს მას გამოვლილი?“, - თქვა გვანცამ.
„მეუბნებიან, გგავსო, მართლა მგავს?“ - გვანცა დარასელია ბრიტანელი მოდელის ფოტოს აქვეყნებს
შოკოლადის კექსის რეცეპტი გვანცა დარასელიასგან ( ვიდეო)
“მე და ჩემი „პატარა მე“ - გვანცა დარასელია ქალიშვილთან, უსაყვარლეს ლილესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს