"მაინც დამტოვა... მამასთან პირად საკითხებზე საუბარი ყოველთვის მიჭირდა" - როგორ იხსენებდა მამასთან ურთიერთობას ეკა ჩხეიძე? - Marao

"მაინც დამტოვა... მამასთან პირად საკითხებზე საუბარი ყოველთვის მიჭირდა" - როგორ იხსენებდა მამასთან ურთიერთობას ეკა ჩხეიძე?

2022-06-06 13:28:02+04:00


2022 წლის ივნისში ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გაავრცელა.

მამის გარდაცვალებაზე "ფეისბუქზე" დაწერა მსხაიობმა ეკა ჩხეიძემ: "მაინც დამტოვა".

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ეკა ჩხეიძე ჰყვება, მას მამასთან პირად საკითხებზე საუბარი უჭირდა და ის ყველაზე დიდი საჩუქარი იყო შვილებისთვის:

"მამას სამი ქალიშვილი ჰყავს და სამივე განსაკუთრებულად უყვარს. ის ყველაზე დიდი საჩუქარია ჩვენთვის ახალ წელს, რადგან ძირითადად, საქართველოში არ გახლავთ და მხოლოდ ამ დღესასწაულზე ჩამოდის. არ დამავიწყდება, ახალ წელს მაღალი სიცხე მქონდა და საწოლში ვიწექი. მეხვეწა, იქნებ ცოტა ხნით წამოდგე, ფეხზე დამდგარი შეხვდი ახალ წელს და მერე ისევ დაწექიო. ხათრი ვერ გავუტეხე და ზუსტად 12 საათზე გული წამივიდა. ვის ახსოვდა ახალი წელი (იცინის).

მამასთან, პირად საკითხებზე საუბარი ყოველთვის მიჭირდა, ხათრი და დისტანცია მქონდა და ვერიდებოდი. ერთადერთი, გათხოვება რომ გადავწყვიტე და ჩემი რჩეული გავაცანი, არჩევანი მომიწონა. არ დამავიწყდება, ჩემი და, თეონა, პირველ ქმარს რომ გაშორდა, საყვედური უთხრა თემურმა. ის კი შემოუბრუნდა და უპასუხა, შენც იგივე არ ქენიო (იცინის). თუმცა, რჩევას თუ ვკითხავთ, აუცილებლად გულისყურით გვისმენს და გვარიგებს. გამახსენდა, ერთხელაც ჩაერია ჩემს ცხოვრებაში და დელიკატურად დამისვა კითხვა. საერთოდ, მშვიდია და არასდროს გახვევს თავს თავის აზრს. თუმცა ამას ისე იტყვის, გულზე მოგხვდება. ეს ცუდი თვისება აქვს (იცინის)...გაგრძელება