მომღერალ ოთო ნემსაძეს ბებია გარდაეცვალა. ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ბებია მისთვის ბავშვობასთან და ახლა უკვე ბავშვობის დაკარგვასთან ასოცირდება.
“წავიდა და ჩემი ბავშვობაც გაიყოლა, მიყვარხარ, ბე…” - წერს ოთო.
პოსტთან ერთად მან ბებიის ფოტოც გამოაქვეყნა და გულშემატკივრებისგან თანადგომა დაიმსახურა.