მართალია, კიმ კარდაშიანი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც კარდაშიანს მკაფიოდ მიუთითებენ საზღვრებს, რომლებიც მან არ უნდა გადაკვეთოს.
მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ კიმი დედოფლის იუბილეზე დასწრებას ცდილობდა და ბილეთებს სასოწარკვეთილი ითხოვდა, თუმცა ბუკინგემის სასახლემ მას ცერემონიაზე დასწრების უფლება არ მისცა.
ამას გარდა, კარდაშიანს საკუთარი კოლექციიდან მანქანის ყიდვას „ფერარის“ ბრენდი უკრძალავს.
რა თქმა უნდა, კიმს შეუძლია „ფერარის“ ნებისმიერი მაღაზიიდან შეიძინოს სასურველი ავტომობილი, თუმცა კომპანია მას განსხვავებულ დიზაინს არ სთავაზობს, ჩვეულებრივი კოლექცია კი კარდაშიანისთვის საკმარისად მიმზიდველი არ არის. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, კიმის და „ლამბორჯინის“ ურთიერთობაა. კარდაშიანს „ფერარის“ კონკურენტი ბრენდისგან რამდენიმე მანქანა ჰყავს შეძენილი.
ასევე, ყველას გვახსოვს, როდესაც კიმმა თავისი ლამბორჯინი ნაცრისფრად შეღება, რათა მისი კოლექცია ერთ ფერში ყოფილიყო. რაც შეეხება „ფერარის“, ისინი საკუთარი დიზაინის შეცვლას და გადაკეთებას სასტიკად კრძალავენ.