ერთი სამკაულის ისტორია: ბრილიანტის გულსაბნევი, რომელიც ელიზაბეტ მეორემ მემკვიდრეობით მიიღო - Marao

ერთი სამკაულის ისტორია: ბრილიანტის გულსაბნევი, რომელიც ელიზაბეტ მეორემ მემკვიდრეობით მიიღო

2022-06-14 12:58:33+04:00


უკვე 70 წელია, რაც ბრიტანელები რადიოსა და ტელევიზიების საშუალებით მილოცვებს და მიმართვებს ისმენენ დედოფალ ელიზაბეტისგან, რომელიც ყოველთვის მდიდრულად გამოიყურება და უამრავი სამკაული ამშვენებს.

ელიზაბეტ მეორეს ზარდახშაში არცერთი ნივთი არ არის შემთხვევით მოხვედრილი. დედოფლის თითოეულ სამკაულს თავისი ისტორია აქვს. იუბილეზე დედოფალი კამერების წინ საუცხოო კაბაში გამოჩნდა, რომელსაც ბრილიანტის გულსაბნევი ამშვენებდა.

ეს გულსაბნევი ლონდონში 1919 წელს შეიქმნა, რომლის დამკვეთი ბარონ ტომსონი გახლდათ და დიზაინიც თავადვე მოიფიქრა. სამკაული არისტოკრატი ტომსონის დისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მან ის დედა დედოფალს, ელიზაბეტ პირველს დაუტოვა პატივისცემისა და ღრმა აღფრთოვანების ნიშნად.

ელიზაბეტ I-ის გარდაცვალების შემდეგ დეკორაცია გადაეცა დედოფალს, ელიზაბეტ მეორეს, რომელიც მას ქორწილებსა და გარდაცვალების წლისთავებზე იკეთებს. ასევე, ის ბრიტანელებს შობას ამ გულსაბნევის თანხლებით ულოცავს ხოლმე და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამკაულს დედოფლისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს.

10 საკულტო სამკაული ელიზაბეტ ტეილორის ფილმებიდან

დაათვალიერეთ 17 ყველაზე ცნობილი ფოტო პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან

სკანდალი მარი კავალიეს ირგვლივ - ვინ არის დანიის პრინცესა და რატომ გახდა მისი ნიშნობის ბეჭედი კრიტიკის საგანი