ქართველი ბლოგერი, მოგზაური, ლექტორი და მარკეტერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 110 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს. გურამ შეროზია აქტიურად აქვეყნებს პირად ფოტოებს სხვადასხვა ქვეყნიდან და გამომწერებს მოგზაურობის შესახებ არაერთ სასარგებლო რჩევასაც აძლევს.
ამჯერად გურამმა თავისი ახალი კლიპი გამოაქვეყნა. სიმღერას „ყველაზე მეტად“ ჰქვია. ვიდეოკლიპნა გამოქვეყნებიდან ძალიან მალე უამრავი ნახვა და მოწონება დაიმსახურა.
„საოცრად თბილი სიმღერაა“, „ხშირად უთხარით საყვარელ ადამიანებს რომ გიყვართ“ - წერენ კომენტარებში.