ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ამერიკელი მომღერალი ბიონსე მეშვიდე სტუდიურ ალბომს, Renaissance-ს გამოუშვებს. მომღერალი ალბომის გამოსვლის თარიღად 29 ივლისს აანონსებს.
ბიონსეს მუსიკალურ შესაძლებლობებში ეჭვი უკვე ათწლეულებია არავის ეპარება. გასული წლის „გრემის“ ცერემონიაზე ის 2 "გრემით" დაჯილდოვდა და კარიერის განმავლობაში ქალ მუსიკოსებს შორის რეკორდული რაოდენობის, 28 "გრემი" მოიპოვა, თუმცა მომღერალმა წელს პერფორმანსით გამოსვლაზე უარი განაცხადა.