მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში მუდმივად ვაწყდებით გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა ვარიანტს, შესაძლებლობებსა და გზებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავენ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსხვავება ბედნიერსა და უბედურს შორის მდგომარეობს ადამიანის ყოველდღიურ ჩვევებში. იდეალური ცხოვრება არც ერთი ჩვენგანისთვის არ არის გარანტირებული, მაგრამ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ მის ხარისხზე გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებით და თქვენთვის უფრო ჯანსაღი და სასარგებლო ჩვევების არჩევით.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა: რომელი ცუდი ჩვევები გვიშლის ხელს ბედნიერებაში?
1. მსხვერპლის როლის თამაში
ეჭვგარეშეა, ცხოვრებაში არაერთხელ დგება მომენტი, როცა რთულ სიტუაციაში ვვარდებით. ამ შემთხვევაში ჩვენი გადასაწყვეტია, განვაგრძობთ ცხოვრებას და ვიბრძოლებთ ბედნიერებისთვის თუ მსხვერპლის როლის მორგებით დავკმაყოფილდებით.
2. უარს ამბობთ თქვენი შინაგანი ეგოს დამორჩილებაზე
თითოეულ ჩვენგანში არის შინაგანი ეგო, რომელიც გამუდმებით გვაკრიტიკებს. აუცილებელია, რომ ამ ხმას მოვუსმინოთ და ამის ხარჯზე ჩვენი სუსტი მხარეები გამოვასწოროთ.
3. პერფექციონიზმი
სრულყოფილება არ არსებობს. არაფერია ცუდი იმაში, რომ გქონდეს საკუთარი თავისგან დიდი მოლოდინი ან უკეთესი ცხოვრების სურვილი, მაგრამ თუ სრულყოფილებისკენ ისწრაფვით, ბედნიერების გემოს ვერასდროს შეიგრძნობთ.
4. დროის უმეტესობას სხვებისთვის თავის მოწონების მცდელობებს უთმობთ
თქვენ არ შეგიძლიათ ყველასთვის მოსაწონი იყოთ და ეს რომც მოახერხოთ, ბედნიერება მხოლოდ ძალიან ცოტა ხანს გასტანს, შემდეგ კი დიდ ქაოსურ მდგომარეობაში გადავარდებით.
5. ცვლილების შიში
ცვლილება ყოველთვის ასოცირდება დისკომფორტთან, მაგრამ ის ყოველდღიურადაა საჭირო. ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ კომფორტის ზონიდან და გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
6. ზედმეტი ფიქრი
ყველაფრის გაანალიზების ჩვევა აუცილებლად წაართმევს ადამიანს ბედნიერების შანსს. ასე რომ, თუ თქვენ შეპყრობილი ხართ თქვენი აზრებით, გახსოვდეთ, რომ ცხოვრება მოგზაურობაა და არა დანიშნულება.
თუ ჩვენ ავირჩევთ, რომ ვაღიაროთ ტრავმა, ტკივილი და რთული ემოციები, საბოლოოდ დავძლევთ მათ და გავძლიერდებით. და თუ გამუდმებით გაურბიხარ მათ და ცდილობ მათ დათრგუნვას საკუთარ თავში, მაშინ ისინი დაგროვდება და ბოლოს მაინც იპოვის გამოსავალს.
"21 დამნაშავიდან 20 ამბობდა, რომ სწორად მოიქცა და მის ადგილზე სხვაც ასე მოიქცეოდა, რადგან კაცურ ღირსებას იცავდნენ" - ქალებო, ნუ დარჩებით მოძალადესთან!
როგორ ვუპასუხოთ ყოფილის მესიჯებს
"როგორც ბავშვობაში ჩამაგონებდნენ, "კარგ ბედში" გავთხოვდი, მაგრამ უბედური ვარ..."