გამომცემლობა „პალიტრა L-ი” ნიკოლოზ ტოტოღაშვილის ახალ ფსიქოდეტექტივს - „ასტრალის სული“ წარადგენს.
წიგნი მოგვითხრობს სხვადასხვა მანიით შეპყრობილი ადამიანების შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით სრულიად უდანაშაულო ადამიანის უკან მანიაკალური თვისებების მქონე პიროვნება იმალებოდეს.
„ასტრალის სული“ ნიკოლოზ ტოტოღაშვილის რიგით მეოთხე წიგნია, რომელიც „პალიტრა L-მა“ გამოსცა. მანამდე მკითხველს საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა მის შემდეგ ნამუშევრებს: „მე არ ვარ ნეონი“, „შავი ფურცელი“ და „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“. ამასთან, ავტორი გამომცემლობის ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორის“ 2018 წლის გამარჯვებულია.
ღონისძიების სპიკერები იქნებიან ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და „ასტრალის სულის“ რედაქტორი და მწერალი ბესო ხვედელიძე.
შეხვედრა გაიმართება 23 ივნისს, 18:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში. დასწრება თავისუფალია.
R