სიახლე

„გადაიხადე, რამდენიც გინდა“ - ამჯერად თქვენთვის სასურველ ფასად ერიხ მარია რემარკის „ნასესხებ სიცოცხლეს“ შეიძენთ

„გადაიხადე, რამდენიც გინდა“ - ამჯერად თქვენთვის სასურველ ფასად ერიხ მარია რემარკის „ნასესხებ სიცოცხლეს“ შეიძენთ

„გადაიხადე რამდენიც გინდა“ - მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კამპანია ბრუნდება. 22 ივნისი ერიხ მარია რემარკის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით გამომცემლობა „პალიტრა L“ მკითხველს აქციას „გადაიხადე რამდენიც გინდა“ სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მათ რემარკის „ნასესხები სიცოცხლის“ შეძენა მისთვის სასურველ ფასად შეეძლება. მსურველები წიგნის შეძენას „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებენ.

პალიტრა L-ის მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელის მარიამ გიორგაძის განმარტებით, მსგავსი ტიპის კამპანიები კითხვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
„გადაიხადე, რამდენიც გინდა“ - ამ აქციით გამომცემლობა ,,პალიტრა

L" ხშირად ანებივრებს ერთგულ მკითხველს. ამჯერად აქციას ერიხ მარია რემარკის იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ. ავტორის კარგად ნაცნობ წიგნში ,,ნასესხები სიცოცხლე" გადაიხადეთ იმდენი, რამდენიც სამართლიანად მიგაჩნიათ.

მსგავსი ტიპის კამპანიები ხელს უწყობს კითხვის პოპულარიზაციას და გამომცემლობა ცდილობს, კლასიკოსი ავტორების შემოქმედება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. ზაფხულში კიდევ მეტ და საინტერესო კამპანიას შევთავაზებთ მკითხველს,“ - განაცხადა მარიამ გიორგაძემ.



გამომცემლობა „პალიტრა L“ ქართველებისთვის საყვარელი გერმანელი ავტორის რემარკის წიგნის აქციის პირობებით გაყიდვით არ შემოიფარგლება. 22 ივნისს 19:00-ზე ვაკის პარკის „მულტიში“ მდებარე „პიატოში“ რემარკის შემოქმედების შესახებ საინტერესო შეხვედრა და პრეზენტაცია გაიმართება. შეხვედრის სპიკერი იქნება მწერალი და რეჟისორი მიხეილ ანთაძე. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

როგორც აღვნიშნეთ, „ნასესხებ სიცოცხლეს“ მკითხველი მისთვის სასურველ ფასად შეიძენს, რემარკის სხვა წიგნების ყიდვა კი 30%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი როგორც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე, ისე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში. ფასდაკლება თვის ბოლომდე იმოქმედებს.

ერიხ მარია რემარკის რომანებში უმეტესად ასახულია პირველი და მეორე ომის შემდგომი გერმანიის ცხოვრება და საოცარი რეალიზმით გადმოცემული მაშინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობა. მწერლის მდიდარი ბიოგრაფია მის შემოქმედებაზე არანაკლებ საინტერესო და მომხიბვლელია. თავისი ცხოვრების განმავლობაში მან მოასწრო რამდენიმე პროფესიის დაუფლება, ყველაზე განსხვავებული საქმეების კეთება, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს განვითარებულმა მოვლენებმა მის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია. სწორედ სამხედრო მოღვაწეობისას განცდილი შთაბეჭდილებები დაედო საფუძვლად მის ცნობილ ნაწარმოებებს.



რომანი „ნასესხები სიცოცხლე“ გვიყვება მომნუსხველი გრძნობებით სავსე ტრაგიკული სიყვარულის ამბავს, რომლის შთაგონების წყარო მრბოლელი ალფონსო დე პორტაგო გახლდათ. ვნებისა და სიყვარულის ისტორია 1948 წელს ავტორბოლის ფონზე ვითარდება.

არ გამოტოვოთ „პალიტრა L-ის“ შეთავაზება და გადაიხადეთ „ნასესხები სიცოცხლეში“ იმდენი, რამდენიც გინდათ. გთხოვთ, ქვითარი შეინახოთ აქციის დასრულებამდე - თქვენ გელით სიურპრიზები. მათ კი, ვინც 5 ლარს ან მეტს გადაიხდის, ადგილზევე გადაეცემათ საჩუქრები.

ავტორის სხვა წიგნებს კი განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინეთ.

R

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93