სიახლე

"ცხოვრების ამ ეტაპს მარტოობაში გავდივარ... არის ხოლმე პერიოდი, როცა ტელეფონზეც კი არავინ მირეკავს... როცა ვიცი, რომ დედამ უნდა დამირეკოს, იმ ერთი ზარისთვის მიღირს ცხოვრება" - ლევან კბილაშვილის ინტერვიუ

"ცხოვრების ამ ეტაპს მარტოობაში გავდივარ... არის ხოლმე პერიოდი, როცა ტელეფონზეც კი არავინ მირეკავს... როცა ვიცი, რომ დედამ უნდა დამირეკოს, იმ ერთი ზარისთვის მიღირს ცხოვრება" - ლევან კბილაშვილის ინტერვიუ
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ უამრავი ადამიანი დაამწუხრა - ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი ლევან კბილაშვილი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გთავაზობთ ლევანის ინტერვიუს. მუსიკოსმა გადაცემაში "სიკეთე მარტივია" საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ისაუბრა:

„გავიზარდე იურისტების ოჯახში. მამა პოლიციის პოლკოვნიკი, ძმა ასევე პოლიციის პოლკოვნიკია. შესაბამისად, მეც გავყევი მათ ტრადიციებს. ჩავაბარე უნივერსიტეტში, დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი. მინდოდა გავმხდარიყავი ნამდვილი, ღირსეული პოლიციელი. საბოლოოდ მივედი აქამდე, ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი საბოლოო საქმე, მაგრამ 4
წლის შემდეგ მივხვდი, რომ უკვე ვეღარ ვარსებობდი, იმიტომ, რომ ვეღარ ვმღეროდი.

შესაბამისად, ძალიან უცბად რადიკალური გადაწყვეტილება მივიღე. ერთ წამში მოხდა ეს ყველაფერი.

გადავწყვიტე, გამეგზავნა ჩემი მონაცემები რუსეთის “ვოისში”. გავაგზავნე, დამიძახეს იქიდან, მიმიწვიეს და რომ მიმიწვიეს, მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი იმ პერიოდში…

პატრიარქმა გაიგო, რომ მივდიოდი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დამლოცა და თავისი ხელით მაჩუქა ჯვარი და მითხრა, რომ გამარჯვებული ჩამოხვალ აუცილებლადო…

შეიძლება დავარქვათ ამას „კონკიას ისტორია“, რაშიც დამეხმარა რწმენა და ის ძალა, რომელიც წავიღე აქედან.

ჩემთვის რეალურად ძალა არის ადამიანების სიყვარული, რომელიც გამოხატულია ჩემი საქმის მიმართ.

როცა ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ მოუსმენია ქართული სიმღერა, მოდის, შენთან ერთად მღერის, უყურებ, როგორ ტირიან შენთან ერთად, ეს არის მართლა სასწაული.

ჩემი ოცნებაა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩავატარო კონცერტი. ვერ წარმომიდგენია, აქ რა იქნება, მაგრამ იქ, როცა ამდენი უცხო ადამიანი, არაქართველი მოდის შენთან და მღერის… აი, ამით ვცხოვრობ, მართლა ამით ვცხოვრობ, სხვა არაფერი არ გამაჩნია.

ამ ცხოვრების ეტაპს, რასაც გავდივარ, მარტოობაში გავდივარ… მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ხალხია ჩემ გარშემო, იქ რომ ვცხოვრობ, მაქვს განცდა მარტოობისა. აი, ამ მარტოობის დროს და აი, ამ განცდის დროს, ყოველთვის სასწაულებრივად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ცვლიან მთლიან ფონს ჩემს ცხოვრებაში.

ასეთი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში და მე ვერ გამოვყოფ. შეიძლება გამოვყო დედა. არის ხოლმე პერიოდი, როცა ტელეფონზე არავინ არ მირეკავს, საერთოდ ზარი არ არის… ზოგი გაბრაზებულია, ზოგს ჰგონია, რომ დაკავებული ვარ. ჰგონიათ, რომ მე რაღაცებს მივაღწიე, იმდენი ხალხი დამეკარგა. ხანდახან არის მომენტი, როცა ვიცი, რომ დედამ უნდა დარეკოს და იმ ერთი ზარისთვის მიღირს ცხოვრება.

არიან ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ხელს მკიდებენ, როცა უნდა დავდგე. ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ. მადლობა უფალს. სულ ვამბობ, რომ ყველაზე დიდი მადლი უფლისგან ჩემთვის არის ადამიანი. ადამიანი, რომელიც ჩნდება ყოველთვის იმ მომენტში, როდესაც მგონია, რომ ყველაფერი დასრულებულია“, – თქვა ლევან კბილაშვილმა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მელი
:(((
11:24 / 23-06-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93