სიახლე

"27 გოგოში მარტო მე ვიყავი, რომელსაც არაფერი მქონდა "გაკეთებული" - ვინ არის ქართველი "მის ესპანეთი 40+"?

"27 გოგოში მარტო მე ვიყავი, რომელსაც არაფერი მქონდა "გაკეთებული" - ვინ არის ქართველი "მის ესპანეთი 40+"?
იზაბელა (იზა) თოდუა 12 წელია, ესპანეთში, ბარსელონაში ცხოვრობს შვილსა და დედასთან ერთად. ცოტა ხნის წინ მან იქ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც +40 წლის ასაკის ქალებს შორის ჩატარდა და ჯერ "მის კატალონიის" გამარჯვებული გახდა, მერე კი მადრიდში "მის ესპანეთის" ტიტული მოიპოვა. ახლა იზაბელა "მის მსოფლიოს" კონკურსში მონაწილეობისთვის ემზადება, რომელიც კორეაში ჩატარდება და იქ, როგორც "მის ესპანეთი", წითელი ესპანური კაბით წარდგება. ამასთან, სოლიდურმა კომპანია Biotecna-მ იზასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.

როგორია საქართველოდან წასული ქართველი ქალის ცხოვრება ესპანეთში,
ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- მარტვილის რაიონის სოფელ დიდიჭყონიდან ვარ. მახსოვს, სამოდელო სტუდიაში 15 წლის ასაკში მივედი, დამიწუნეს. ცოტა გულდაწყვეტილი ვიყავი, მერე აღარც მიცდია... პროფესიით იურისტი ვარ, ადვოკატობას ვაპირებდი, მაგრამ ჩემი პროფესიით საქართველოში არ მიმუშავია. მამა ხელოვანი მყავდა, მისი მეგობარი ესპანეთში ცხოვრობდა და ბარსელონაში ჩასვლა გვირჩია. მეუღლესთან მეც გაშორებული ვიყავი და ჩემს გოგონასთან ერთად, მამას უნდა გავყოლოდი. საბუთები მოვამზადეთ, იქ ლეგალურად რომ გვეცხოვრა. წასვლამდე სამი დღით ადრე 52 წლის ასაკში მოულოდნელად მამა გარდაიცვალა. არადა, არაფერი აწუხებდა, საქეიფოდ მიდიოდა, მეგობრებთან ერთად იდგა, როცა უცებ დაიღუპა. იმდენად დიდი შოკი იყო ეს ჩვენთვის, წასვლაზე აღარც ვფიქრობდი, მაგრამ მამას ორმოცის შემდეგ ოჯახის წევრებმა მირჩიეს, მე და ჩემი 8 წლის დიანა წავსულიყავით.

მოკლედ, წავედით ესპანეთში, მამაჩემის მეგობრის იმედად ისე, რომ ესპანური ენა არ ვიცოდი. ამ პიროვნებამ ბინა დაგვიქირავა. მამასთან ერთად მას ბიზნესის "გაკეთება" სურდა, ამისთვის ემზადებოდა, სახელოსნოც კი ნაქირავები ჰქონდა. ჩვენი ჩასვლიდან სულ ცოტა ხანში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. დამაკვალიანა, როგორ მოვქცეულიყავი, ძალიან შემიწყო ხელი. მერე დავდიოდი ქარხნებში, რესტორნებში და ვეძებდი სამსახურს. ბავშვი სკოლაში მივიყვანე. პარალელურად ესპანურს სწავლობდა. მისი მასწავლებლები ენის სწავლაში მეც მეხმარებოდნენ. დიანამ 5 თვეში იმდენად კარგად ისწავლა ენა, მისი სკოლის პედაგოგებს უკვირდათ. მეც მეხმარებოდა, როცა სამსახურს ვეძებდი. რძის პროდუქტების ქარხანაში დავიწყე მუშაობა. დიანა სკოლაში მიმყავდა, 5 საათზე გამომყავდა იქიდან, 8-9 წლის ბავშვს სახლში მარტო ხომ ვერ დავტოვებდი და ქარხანაში დამყავდა. იმდენად პოზიტიურია დიანა, კარგად მიგვიღეს, ცალკე ოთახიც მისცა უფროსმა, რომ იქ ემეცადინა. კარგ ხალხში მოვხვდი... ერთ დღეს საყიდლებზე რომ შევედი, მაღაზიის მეპატრონემ თავისი მაღაზიის მოდელად მუშაობა შემომთავაზა. დიდი ზომის ტანსაცმელს ყიდდა და მისი რეკლამა უნდა გამეკეთებინა. ფართო ტანსაცმელები ჰქონდა, სრული გოგონებისთვის. ქამარს გამიკეთებდა და ჩემს ტანზე ძალიან მოსწონდა. ამ მაღაზიაში მოდელად დავიწყე მუშაობა. 5 საათი უნდა მცმოდა და მყიდველებისთვის ის სამოსი შემეთავაზებინა, რომელიც მეცვა. განსაკუთრებულ ტანსაცმელს მარგებდა და ზოგჯერ ერთი, ორი დღე ამ კაბით დავდიოდი. მერე პრემიას მაძლევდა. მომეწონა ეს სფერო და მერე სხვადასხვა მაღაზიაში ვმუშაობდი, მაგრამ იქაც კონკურენციაა. ჰოდა, ზოგიერთ მფლობელს არ მოსწონდა, სხვასთანაც რომ ვმუშაობდი. სახალისო ამბებსაც მოგიყვებით: ხშირად გაუნძრევლად ვიდექი. ბევრს მანეკენი ვეგონე და მერე მაგალითად, ხელს რომ ავწევდი, გარბოდნენ (იცინის)...გაგრძელება


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93