ასაკის მატება არა ახალგაზრდობის დაკარგვა, არამედ შესაძლებლობების და ძალის შეძენის საუკეთესო გზაა. საჯარო პირების მიმართ ასაკთან დაკავშირებით დიდი წნეხი და ორმაგი სტანდარტები არსებობს, მაგრამ ეს დამოკიდებულება ჰოლივუდის ვარსკვლავების ნაწილს მხოლოდ შთააგონებს.
ბიონსემ საკუთარ მემორიალებში დაწერა, რომ 2020 წელი იყო პირელი, როდესაც გაიაზრა რას ნიშნავს რომ იყო ცოცხალი, დამოუკიდებელი და იცხოვრო კონკრეტული წამით. მისივე თქმით, მას ეშინოდა ასაკის, როდესაც 30 წელს გადააბიჯებდა, მაგრამ წლების მატებასთან ერთად ის კიდევ უფრო დაიხვეწა და ბევრი რამ ისწავლა.
სარა ჯესიკა პარკერმა „ვოგთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მას ჭაღარების და ნაოჭების გამო სოციალურ ქსელებში ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ სტილის შეცვლას და ოპერაციების გაკეთებას არ აპირებს, რადგან დაბერება ბუნებრივი პროცესია.
ჰელენ მილერმა აღნიშნა, რომ ადამიანები ან ბერდებიან, ან ახალგაზრდები იხოცებიან, სიკვდილს კი დაბერების პროცესი ურჩევნია. მისივე თქმით, ყველა ასაკს აქვს შესაბამისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და წარსულში დაბრუნება იშვიათად უნდება.
ბრუკ შილდსმა განაცხადა, რომ სიბერეში სამარცხვინოს ვერაფერს ხედავს და ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო ბრწყინავს. მისი თქმით, წლებთან ერთად სიამაყე და მეტი ამბიციები მოდის, რაც ადამიანს უფრო თავდაჯერებულს ხდის.
სალმა ჰეიეკი ამბობს, რომ თუ ყოველდღე ახალ თავგადასავალს იპოვის, ის არასდროს დაბერდება, მთავარია რომ ცვლილებების ძებნა არასდროს შეწყვიტოს.
ჯენიფერ ლოპესის განცხადებით, დაბერების პროცესი ბუნებრივია და როგორც არ უნდა ვეცადოთ, მას ვერ შევაჩერებთ, თუმცა მისი დაყოვნება ვარჯიშითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით შეგვიძლია.
ვიქტორია ბექჰემი საჭმელს მაშინაც კი არ ჭამდა, როდესაც ფეხმძიმედ იყო - ნახეთ სელებრითების ყველაზე მკაცრი დიეტები, რომლების დახმარებითაც ისინი იდეალურ ფორმებს ინარჩუნებენ
ჩვენი დროის 5 ყველაზე მდიდრული საქორწინო ცერემონია