ის საზოგადოებამ ინტერნეტით გაიცნო, აქტიური "ტიკტოკერია“. მისი ვიდეოებიდან ღიმილი, სიმღერა, იუმორი და კარგი განწყობა მოდის, რადგან თვითონ ასე გადაწყვიტა. მარიამ სადღობელაშვილი ამ აპლიკაციას სწორედ ამისთვის იყენებს.
სამწუხაროდ, საკმაოდ მცირე ასაკში, ჯანმრთელობის მხრივ, მძიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ მშობლების და ექიმების დიდი მცდელობის შედეგად, პრობლემა გადაილახა. ახლა ყველაფერი კარგად არის, შინაგანად ძლიერი ადამიანია და ცხოვრებაში ბევრ რამეს ახერხებს - რაც მთავარია, მუდმივად აქვს იმის სურვილი, ადამიანებს თავისი ვიდეოებით სიყვარული გაუგზავნოს და მათგანაც სიყვარული მიიღოს. ადამიანებთან მასობრივად ასეთი კონტაქტის უნარი ბევრს არ აქვს, მაგრამ მარიამი ხომ ძლიერი ადამიანია?!
- ვარ 28 წლის. ცოტა გვიან გავხდი სტუდენტი... ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მესამეკურსელი ვარ.
- სამართალი რატომ აირჩიე?
- პროფესია არასწორად ავირჩიე. ამაზე საუბარი ახლა გვიანია, მაგრამ როცა ბაკალავრს დავამთავრებ, შეიძლება მაგისტრატურა სხვა პროფესიით გავაგრძელო.
- რატომ ფიქრობ ასე?
- როცა პროფესია გაქვს, ჩემი აზრით, ძალიან უნდა გიყვარდეს ის. იმას, რასაც ეს პროფესია ითხოვს და რასაც ვეუფლები, პიროვნულად ასეთი არ ვარ. ამიტომ, მგონია, რომ ემოციურად და პიროვნულად შორს ვარ ამ საქმისგან და ჩემი არ არის. მოკლედ, ვნახოთ, ჯერჯერობით ეს ყველაფერი ფიქრის დონეზეა...გაგრძელება