24 ივნისს ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ძალაში მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, შტატების ტერიტორიაზე აბორტი აიკრძალა. 2 დღის შემდეგ გადაწყვეტილებას უკვე უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის იყო სასექსის ყოფილი ჰერცოგინია მეგან მარკლიც, რომელმაც გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით უპასუხა.
„სასამართლო სისტემა უნდა იყოს ისეთი ადამიანების ხელში, რომლებსაც ცხოვრების არსი და გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა ესმით. ეს იქნებოდა ძალიან კარგი“, - დაწერა მეგანმა.
მეგანის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალისტმა გლორია სთეინმა დაწერა, რომ ისინი უკვე მუშაობენ ალტერნატიულ საშუალებებზე, რომლებიც ქალებს აბორტის უსაფრთხო პირობებში ჩატარების უფლებას მისცემს.
მეგანი ამბობს, რომ პირად ცხოვრებაში მხოლოდ თავად იღებს მსგავსი სახის გადაწყვეტილებებს და არავის აქვს უფლება, ქალთა უფლებებში ასე უხეშად ჩაერიოს. სწორედ ამიტომ, ის ყველაფერს მოიმოქმედებს, რომ ახალი კანონის საწინააღმდეგო ეფექტური სახალხო მოძრაობები შექმნას და ქალების უფლებებისთვის აქტიურად იბრძოლოს.