შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით.
დღეს შორენა იუბილარია და რუსთაველის გამზირზე გადაღებულ ახალ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს. მსახიობმა იუბილე შამპანურის ფონზე აღნიშნა. დღეს ის 40 წლის გახდა.
„ჩემი დაბადების დღე“, - წერს შორენა.
შორენას დაბადების დღე შვილმა, ევა ბარბაქაძემაც მიულოცა და ვიდეო „ინსტაგრამ სთორიში“ გამოაქვეყნა.
„ბედნიერი დაბადების დღე ჩემს გასაოცარ დედას“, - დაწერა ევამ.