მომღერალმა სალომე ბაკურაძემ საკუთარ თავს დაბადების დღე მიულოცა და ყველა ოცნების ახდენა უსურვა:
“დაბადების დღეს გილოცავ, სალო. კარგი გოგო ხარ და უამრავი სუპერადამიანი გყავს ირგვლივ. ჰო და ბედნიერი იყავი, ყველა შენი ოცნება აიხდინე, სულ იბრწყინე და იკაშკაშე. კარგად მოვიქეცი, რომ დავიბადე”, – დაწერა სალომემ „ინსტაგრამზე“.
ბაკურაძემ მილოცვა მიიღო ქმრისგანაც, რომელმაც მას წითელი ვარდების თაიგული მიართვა. მომღერალმა დაბადების დღე რესტორანში, მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. დედის დაბადების დღეს ესწრებოდა სალომეს ვაჟი სანდროც.