მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეა. ქეთა განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელებში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
ქეთა თოფურია საქართველოში იმყოფებოდა – ის რამდენიმე დღის წინ მეუღლესა და შვილებთან ერთად ჩამოვიდა. ინფორმაციას „რადიო ფორტუნა“ ადასტურებს.
საქართველოს შემდეგ ქეთა იტალიაში გაფრინდა, სადაც ცნობილი იტალიელი ტენორის, ანდრეა ბოჩელის საღამოზე გამოვა.
მანამდე კი მომღერალი იტალიაში გადაღებულ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს.