ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებს „ინსტაგრამსა“ და“ტიკ-ტოკზე“ ხშირად აზიარებენ და გამომწერებისგან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებენ.
ბერა და ნანუკა შვილთან ერთად ხშირად მოგზაურობენ და ერთად უკვე არაერთ ქვეყანას ესტუმრნენ. წყვილი ამჯერადაც სამოგზაუროდ იმყოფება, ფოტოებს კი ნანუკა საკუთარ „ინსტაგრამზე" აქვეყნებს.
„უბრალო და ელეგანტური“, „მიხარია, რომ ჩემს ქვეყანაში ხარ“, - წერენ ფოტოებზე ნანუკას გულშემატკივრები.