ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე 21 ივლისს 86 წლის გახდა. მომღერალმა დაბადების დღე ოჯახურ წრეში აღნიშნა და იუბილეს შესახებ რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერშიც ისაუბრა:
„უღრმესი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის. დღეს ჩემს თავს ვკითხე, რა არის განსხვავებული-მეთქი. განსხვავებული არაფერია, გარდა იმისა, რომ ბევრი ზარი შემოდის. ბოლო დროს ჩემს სახლში ზარები ხშირი აღარ არის, რადგან ჩემს მეგობრებს უკვე დარეკვის თავიც აღარ აქვთ, ზოგი ცოცხალიც კი აღარ არის. დღეს დილიდან რომ დაიწყო ზარები, ძალიან მესიამოვნა, მომნატრებია. ძალიან კარგია, რომ ხალხს კიდევ ვახსოვარ. შესაბამისად, განწყობაც კარგი მაქვს. მადლობა თქვენც, რომ გაგახსენდით. ძალიან მიყვარხართ. სხვანაირად არც შეიძლება, იმხელა სითბო მოდის თქვენგან“ - თქვა მან.
ნანი ბრეგვაძეს საზოგადოება წლებია იცნობს და მის მიმართ სიყვარული არასდროს ნელდება.
„ვითომ ოჯახი მქონდა, მაგრამ ამას არ ჰქვია ოჯახი... უნდოდა, რომ მთლიანად მისი ვყოფილიყავი, ეს კი არ გამოვიდა... ბოლოს იგი თავად წავიდა ჩემგან“ - ნანი ბრეგვაძე პირად ცხოვრებაზე
85 წლის ნანი ბრეგვაძე შვილსა და შვილიშვილთან ერთად (ვიდეო)
"გამიხარდა, რომ ნატალიამ ამდენ სირთულეს გაუძლო; იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინშიც იყო და ყველაფერი შეძლო"