მომღერალი ნინი ბადურაშვილი გათხოვდა. მისი რჩეული ყოფილი წყალბურთელი ირაკლი კუტალაძეა. ირაკლი მოსკოვში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესი აქვს - არბატზე ერთ-ერთი რესტორნის მმართველია...
იხილეთ ფოტოგალერეა
წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, 21 ოქტომბერს კი გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, რომელიც მასმედიისთვის დახურული იყო. სტუმრად არაერთი პიროვნება იყო მიწვეული. ნინიმ საკუთარ ქორწილში ქეთა თოფურიასთან, კრისტინესა და თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად იმღერა კიდეც. ქორწილის შესახებ ნინის და, ქეთო თოფურიძე გვესაუბრა:
- ნინიმ და ირაკლიმ ქორწილი 21 ოქტომბერს "შერატონში" გადაიხადეს. ნინის მეჯვარეები იყვნენ ქეთა თოფურია, თაკო გაჩეჩილაძე და სალომე გოგიაშვილი. ირაკლის მეჯვარეების სახელები, სამწუხაროდ, არ მახსოვს. ძალიან ლამაზი ქორწილი იყო. ცერემონია მოსკოვიდან სტუმრად ჩამოსულ აჩი ფურცელაძეს მიჰყავდა.
- როდის მიდიან ნინი და ირაკლი მოსკოვში?
- ირაკლი უკვე წავიდა, ნინი ჯერჯერობით თბილისშია. ის 25 ოქტომბერს გაემგზავრება ირაკლისთან.
იხილეთ ფოტოგალერეა
ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)