დედოფალ ელიზაბეტ II-ის ყოველდღიური რუტინა მკაცრად რეგულირდება და წუთების სიზუსტითაა დაგეგმილი, მაგრამ მას ყოველთვის აქვს დრო საკუთარი თავისთვის. დედოფალს განსაკუთრებით უყვარს დილის საათები და საუზმე. თანაც იმდენად, რომ მონარქი დღეში ორჯერ საუზმობს.
დედოფლის ინტიმური საუზმე უკვდავყო იმ ადამიანმა, რომელიც ყველაზე კარგად იცნობდა მას, პრინცმა ფილიპმა. ბევრმა არ იცის, რომ ედინბურგის ჰერცოგს უყვარდა მხატვრობა და ხშირად ხატავდა ცოლს. 1965 წელს უინძორის ციხესიმაგრეში ფილიპმა საუზმობის დროს დედოფალი დახატა, როდესაც მისი უდიდებულესობა გაზეთებს კითხულობდა და ფინჯან ჩაის მიირთმევდა. ნახატი 2010 წლამდე ინახებოდა ჰერცოგის პირად კოლექციაში, რის შემდეგაც იგი სამეფო პორტრეტების კოლექციას დაემატა.
ცნობილია, რომ ფილიპის გარდაცვალების შემდეგ სასახლის მოახლე ყოველდღე, დილის 7.30 საათზე აღვიძებს დედოფალს კარზე კაკუნით. პირველ საუზმეზე დედოფალი ერლ გრეის ჩაის და ფუნთუშებს მიირთმევს.
შემდეგ მონარქი მიდის კერძო სასადილო ოთახში და მეორედ საუზმობს. ყოფილი სამეფო მზარეულის, დარენ მაკგრედის თქმით, მარცვლეული პირველ ადგილზეა მის მენიუში. შემდეგ მიირთმევს ტოსტს ჯემით, იოგურტით, ხილით და უამრავ ჩაის სვამს. „ის დღეში ოთხჯერ ჭამს: საუზმეს, ლანჩს, ვახშამს და შუადღის ჩაის“, - განუცხადა მაკგრეიდმა The Telegraph-ს.
პრინც ჩარლზს პრინცესა დაიანას მკვლელობაში ადანაშაულებენ - ნახეთ, რას ამბობს ყოფილი პოლიციელი
პრინცესა დაიანას ლეგენდარული ტიარა - ლედი დიმ ამ ტიარას მორგებით სამეფო პროტოკოლი პირველად დაარღვია
/ნახეთ, რა რაოდენობის თანხას გამოიმუშავებენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ყოველწლიურად