ზაფხულში კანი გამომშრალი ხდება და ჯანსაღად არ გამოიყურება. უფრო შესამჩნევი ხდება ასაკობრივი ლაქებიც. თუმცა მზის სხივების მავნე ზემოქმედების შემცირება და ამ ყველაფრის თავიდან არიდება სავსებით შესაძლებელია. კოსმეტოლოგი, Herbalife Nutrition-ის გლობალური განათლებისა და ტრენინგცენტრის დირექტორი ლორა ჩაკონ-გარბატო იმ პრაქტიკულ რჩევებზე საუბრობს, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებში კანის მოვლისთვის გამოგადგებათ.
მიიღეთ მეტი ცილა
ქსოვილის აღდგენისა და ახალი ქსოვილის წარმოქმნისთვის პროტეინი აუცილებელია. ორგანიზმი მას კანის გაცვეთილი ან მკვდარი უჯრედების შესაცვლელად, ასევე, კანის სიმკვრივის შესანარჩუნებლად იყენებს. აუცილებელია როგორც ცხოველური, ისე მცენარეული ცილის მიღება. ცხოველური ცილების საუკეთესო წყაროა კვერცხი, რძის პროდუქტები (რძე, ხაჭო, ყველი), თევზი, ფრინველისა და საქონლის ხორცი. რაც შეეხება მცენარეულ ცილებს, შეგიძლიათ მიიღოთ პარკოსნები, თხილი, სხვადასხვა მცენარის თესლი და მარცვლეულის პური.
მეტი ცილის მიღების შესანიშნავი გზაა თქვენი კვების რაციონში პროტეინის შეიკის დამატება. ასეთია Herbalife Nutrition-ის ფორმულა 1. ის ამარაგებს ორგანიზმს მაღალი ხარისხის ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით, „კომპლექსური“ ნახშირწყლებით, ბოჭკოებით და სხვა აუცილებელი ელემენტებით. გარდა ამისა, მის მომზადებას სულ რაღაც 2 წუთი სჭირდება.
დაამატეთ ანტიოქსიდანტები და ფიტონუტრიენტები თქვენი კვების რაციონში
ჯანსაღი კანი საჭიროებს არა მხოლოდ პროტეინს, არამედ ანტიოქსიდანტებსა და ფიტონუტრიენტებსაც. ეს სასარგებლო ნივთიერებები გროვდება ორგანიზმში და აძლიერებს უჯრედების ანტიოქსიდანტური დაცვის მექანიზმს. დარწმუნდით, რომ თქვენს კვების რაციონში შედის ხილი და კენკრა. მაგალითად, მოცვი, მარწყვი, ვაშლი. დაამატეთ ბოსტნეულიც, ბროკოლი, ისპანახი, პომიდორი და კომბოსტო. სწორედ ეს პროდუქტები უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტებისა და ფიტონუტრიენტების მიღებას.
არ დაგავიწყდეთ კოლაგენი
კოლაგენი არის ცილა, რომელზედაც განსაკუთრებითაა დამოკიდებული ჩვენი კანის მდგომარეობა. კოლაგენი ადამიანის ორგანიზმში არსებული ცილის მთლიანი რაოდენობის 25-30-%-ია. აქედან კი დაახლოებით 75% სწორედ კანზე მოდის. კოლაგენი, ძირითადად, შემაერთებელ ქსოვილშია და უზრუნველყოფს კანის ელასტიკურობას. ასაკის მატებასთან ერთად, კანი თანდათან კარგავს ტენიანობას და შრება. ასეთ დროს, კანი ხდება თხელი, შემაერთებელი ქსოვილი კარგავს სიმტკიცესა და ელასტიკურობას და ჩნდება ნაოჭები. იმისათვის, რომ კანზე ასაკი არ დაგეტყოთ, მოიძიეთ ჰიდროლიზებული კოლაგენის პროდუქტები ან დანამატები. ეს შეიძლება იყოს ძვლის ბულიონი, კერძები ჟელატინით (ჟელე, ან ასპიკი) ან კვერცხის ცილა.
მიიღეთ სითხე
სიცხეში ცხოვრების აქტიურმა წესმა შესაძლოა წყლისა და ელექტროლიტების მნიშვნელოვანი დანაკარგი გამოიწვიოს. ამ დროს აუცილებელია ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნება. არ გახვიდეთ სახლიდან სასმლის გარეშე. ჩვეულებრივი წყალი მისაღებია, მაგრამ თუ მას სურნელოვან მწვანილს, პიტნას ან ტარხუნას, ან თქვენს საყვარელ ხილსა და კენკრას დაუმატებთ, სასმლის მიღება კიდევ უფრო სასურველი იქნება.
თუ დილით დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ მიიღოთ მზა პროდუქტი - Herbalife Nutrition Aloe Herbal Drink. ეს სასარგებლო კონცენტრანტი შედგება ალოეს წვენისგან, ათასწლეულების ისტორიის მქონე უნიკალური მცენარისგან, რომელიც შეიცავს 200-მდე სასარგებლო აქტიურ ნივთიერებას. სასმელი არა მხოლოდ ხელს უშლის დეჰიდრატაციას, არამედ ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ბუნებრივ ფუნქციონირებას და ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს.
გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება
მზის ჩასვლის ყურება ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესია, რასაც ვერ ვიტყვით მზისგან დამწვრობის მიღებაზე. ამის თავიდან ასარიდებლად, გამოიყენეთ ფართო სპექტრის მზისგან დამცავი SPF 15 ან უფრო მაღალი შემცველობის. მაქსიმალური დაცვისთვის დამცავი სახლიდან გასვლამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე წაისვით. კიდევ უფრო მეტი ეფექტისათვის, შესაძლებელია სპეციალიზებული ტანსაცმლის ტარებაც, UVA/UVB დაცვით. ასევე კარგია ბუნებრივი, მსუბუქი მატერიისგან შეკერილი სამოსი, რომელიც კარგად შთანთქავს ოფლს და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს.
თავის მოვლა და ჯანსაღი კვება საუკეთესო საშუალებაა, რომ კარგად გამოიყურებოდეთ და თავი მშვენივრად იგრძნოთ. ორგანიზმი კი ახალგაზრდა და კრიალა კანით, თავის მოვლისათვის მადლობას გეტყვით!.
R