სიახლე

"არამარ­ტო ჩემს ქმარს ვტი­რი, მე ვტი­რი იმ ბი­ჭებს, ვინც შე­ე­წი­რა..." - გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავის მეუღლე

"არამარ­ტო ჩემს ქმარს ვტი­რი, მე ვტი­რი იმ ბი­ჭებს, ვინც შე­ე­წი­რა..." - გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავის მეუღლე
გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის დროს და­ღუ­პულ­თა შო­რის, ერთ-ერთი მფრი­ნა­ვი ზაზა ლო­რი­აა. მისი მე­უღ­ლე მომ­ხდა­რის შემ­დეგ "ტვ პირ­ველ­თან" პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს.

"და­მი­რე­კა 1 სა­ათ­ში უნდა ჩა­მოვფრინ­დე და დამ­ხვდიო, ამ წუ­თამ­დე ვე­ლო­დე. სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და, არა მარ­ტო ჩემს ქმარს ვტი­რი, მე ვტი­რი იმ ბი­ჭებს, ვინც შე­ე­წი­რა - და­ნარ­ჩე­ნი მფრი­ნა­ვე­ბი, მაშ­ვე­ლე­ბი, ექი­მე­ბი. სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, არ ვიცი ეს რა კა­ტას­ტრო­ფაა. ძა­ლი­ან ბევ­რი ჰყავს გა­დარ­ჩე­ნი­ლი და დღე­საც ამას შე­ე­წი­რა.

ყო­ველ­თვის სა­და­რა­ჯო­ზე იყო, ყო­ველ­თვის მზად იყო. სამ­სა­ხურ­შიც ზაზა რომ მიფ­რი­ნავ­და, ყვე­ლა მშვი­დად
ვი­ყა­ვით, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩა­ივ­ლი­და. შვე­ბუ­ლე­ბა­ში იყო, მაგ­რამ მის­თვის შვე­ბუ­ლე­ბაც არ არ­სე­ბობ­და.

ბედ­ნი­ე­რი წლე­ბი გა­ვა­ტა­რეთ, ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ­დი, რომ ზაზა ლო­რი­ას მე­უღ­ლე ვი­ყა­ვი. იყო ყო­ველ­თვის თავ­მდა­ბა­ლი, სი­კე­თის გან­სა­ხი­ე­რე­ბა, ყვე­ლას გა­დამ­რჩე­ნე­ლი, მაშ­ვე­ლი თუ კი რამ შე­ეძ­ლო. სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, მე­უღ­ლე, მამა, ბა­ბუა, ყვე­ლას­თვის.

მე არ ვიცი იქ რა მოხ­და, მაგ­რამ ერთი ეს ვიცი, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და იმის­თვის, რომ გა­და­ერ­ჩი­ნა, რო­გორც სა­კუ­თა­რი თავი, ისე ყვე­ლა. ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ ბოლო წუ­თამ­დე იბ­რძო­და, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო, მფრი­ნა­ვის­თვის ეს თან­მდე­ვია”, ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი მფრი­ნა­ვის მე­უღ­ლე.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის კუთ­ვნილ­მა ვერ­ტმფრენ­მა, რომ­ლის დახ­მა­რე­ბით გუ­და­ურ­ში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი პა­რაპ­ლა­ნის­ტე­ბის სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მარ­თვა და­კარ­გა და ჩა­მო­ვარ­და. ბორტზე რვა ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად, ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა.

წეყარო: ambebi.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ინება კვიტატიანი
ვიზიარებ მწუხარებას,რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.
12:43 / 30-07-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93