თიკა ფაცაცია საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. მის ფოტოებსა და ვიდეოებს ყოველთვის დადებითი შეფასება და უამრავი თბილი კომენტარი აქვს. გამონაკლისი არც ტელეწამყვანის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული კადრებია.
თიკა ფაცაცია ზაფხულის ცხელ დღეებს საქართველოში ატარებს და ამჯერად წყალტუბოში მოგზაურობს. „წყალტუბო, დროში გაყინული მისტიკური შენობებით” - ამ წარწერით გამოაქვეყნა მან ულამაზესი ფოტოები.
„თიკა, უფრო ალამაზებ გარემოს“, „საოცარი თიკა მისტიკურ ადგილას“, „კინოკადრს ჰგავს კი არა, ეგ არის – კადრია“ - წერენ კომენტარებში.