“ნინო, ჩემი და. ის ჩემზე ათი წლით იყო უფროსი და ჩემზე მშობიარობაში ბებიაქალს ეხმარებოდა. შემდგომ კაბის კალთაზე ვიყავი გამოკერებული. ბავშვობის საუკეთესო მოგონებები მასთანაა ასოცირებული. მევალებოდა მეკონტროლებინა, რათა არავინ შეჰყვარებოდა. თუ ნაყინს მიყიდდა, აღარ ვეუბნებოდი სახლში მის მორიგ რომელიმე თაყვანისმცემელზე არაფერს.
დღეს შეწყდა მისი გულისცემა. განგებამ ისე ინება, რომ ამ ქვეყნად მოსვლისას ის დამხვდა პირველი, ხოლო იმ ქვეყანაში მე