სიახლე

„ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო, ნანიკომ მამა გადააგდოო... ყველაზე მძიმე ის არის, რომ ვიცი, მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს“ - ნანიკო ხაზარაძე რთულ გადაწყვეტილებაზე

„ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო, ნანიკომ მამა გადააგდოო... ყველაზე მძიმე ის არის, რომ ვიცი, მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს“ - ნანიკო ხაზარაძე რთულ გადაწყვეტილებაზე

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" ერთი პოს­ტის გამო, ინ­ტერ­ნეტ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რა. პოს­ტი მის 81 წლის მა­მას, მეც­ნი­ერ დათო ხა­ზა­რა­ძეს ეხე­ბო­და. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი წერ­და, რომ მა­მას აქვს დე­მენ­ცია, რო­მე­ლიც მწვა­ვე ფორ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს - ავად­მყოფს დრო, სივ­რცე, გა­რე­მო აქვს არე­უ­ლი და ამ და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი ქცე­ვა, უპირ­ვე­ლე­სად მი­სი­ვე ჯან­მრთე­ლო­ბას უქ­მნი­და საფრ­თხეს.

ამი­ტომ, ტე­ლე­წამ­ყვან­მა, ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ, მა­მის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლში მიყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა, რათა მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო შე­ექ­მნა. სწო­რედ ამ საქ­ცი­ე­ლის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ნა­ნი­კოს

ვერ გა­უ­გო და მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა.

მძი­მე პე­რი­ოდს ნა­ნი­კო "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" იხ­სე­ნებს:

"ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვი არ იყო, აგო­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ რა­ღაც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ამის შემ­დეგ დავ­წე­რე ვრცე­ლი პოს­ტი და ამას მოჰ­ყვა სა­ში­ნე­ლი ტალ­ღა ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბის. ზოგ­მა ჩემი ფოტო გა­მო­დო წარ­წე­რით, რომ ნა­ნი­კომ მამა გა­და­აგ­დო, ჩა­ა­ბა­რა, ჩვენ წა­მო­ვიყ­ვანთ მას და არ და­ვუ­ტო­ვებ­თო. ამის შემ­დეგ მივ­მარ­თე სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტოს და მო­მა­ნი­ჭეს მხარ­დამ­ჭე­რის სტა­ტუ­სი, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ მე მა­მას ვე­ღა­რა­ვინ წა­მარ­თმევ­და.

გა­ვი­და დრო და მივ­ხვდი, რომ მა­მას­თან ერ­თად პან­სი­ო­ნატ­ში ზუს­ტად იმ ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვე­ბი იყ­ვნენ, ვინც მე მლან­ძღავ­დნენ. ახ­ლაც ვთვლი, რომ ძა­ლი­ან სწო­რედ მო­ვი­ქე­ცი. ხელ­მე­ო­რედ რომ ეს ვი­თა­რე­ბა გაჩ­ნდეს, მე ისევ ასე მო­ვიქ­ცე­ვი" - ამ­ბობს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

ის იხ­სე­ნებს მძი­მე პე­რი­ოდს, რო­დე­საც მამა სახ­ლში ჰყავ­და და მისი და­ა­ვა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უამ­რავ სირ­თუ­ლეს­თან უწევ­და გამ­კლა­ვე­ბა.

"მამა ნელ-ნელა დამ­ძიმ­და, მომ­ვლე­ლი კი ჰყავ­და, ვცდი­ლობ­დით კომ­ფორ­ტუ­ლად ეცხოვ­რა, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და. გა­უ­საძ­ლი­სი იყო მარ­თლა ყოფა. სახ­ლი­დან ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­ტა­ნე, რაც მა­მას­თვის სა­ში­ში იყო. ბო­ლოს გა­სა­ღე­ბიც წა­ვარ­თვი და გა­მოვ­კე­ტე ადა­მი­ა­ნი. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე იყო. ამ დროს მე და­ვი­წყე ძებ­ნა ამ ტი­პის სახ­ლე­ბის. ჩვენ მდი­და­რი ფან­ტა­ზია გვაქვს და ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნე­ბი არის ის, რაც ვი­ცით. მე ასეთ სახ­ლებ­ში ბევ­რად კარგ პი­რო­ბებს ვე­ლო­დი. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამ პი­რო­ბებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. თუმ­ცა ძა­ლი­ან კარგ სახ­ლშია მამა, მაგ­რამ მე მა­ინც სხვა წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე.

რო­დე­საც მი­ვიყ­ვა­ნე, დამ­ძა­ბა იმ გა­რე­მომ რაც დამ­ხვდა. ძა­ლი­ან კარ­გად მი­ი­ღეს მამა და იქ ის ძა­ლი­ან დამ­შვიდ­და. იქი­დან არც ერთხელ არ გაქ­ცე­უ­ლა და მივ­ხვდი, რომ ეს ის არის, სა­დაც არის მამა. ყვე­ლა­ზე მძი­მე არის ის, რომ მე ვიცი, მამა იქ და­ას­რუ­ლებს სი­ცო­ცხლეს.

როცა მამა იქ წა­ვიყ­ვა­ნე, თა­ვი­დან ერთი კვი­რა, ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დი. ჩემი ტე­ლე­ფო­ნი გა­ჩერ­და ანუ დღე­ში ათა­სი ზარი არ შე­მო­დი­ო­და, რო­მე­ლიც მთხოვ­და, გა­ხა­რია გა­მეყ­ვა­ნა სახ­ლი­დან, ან მებ­ნე­ბო­და, რომ ია ფა­რუ­ლა­ვა იყო სახ­ლში, რად­გან მას ტე­ლე­ვი­ზი­ით ხე­დავ­და და ასე შემ­დეგ... შემ­დეგ იყო ის, რომ იმოქ­მე­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა აზ­რმა. ჩემს შეგ­რძნე­ბებ­ზე ეს მა­ინც მოქ­მე­დებ­და. ახ­ლაც ძა­ლი­ან მი­ჭირს იმა­ზე ფიქ­რი, რომ ვიცი, მა­მამ იქ უნდა და­ას­რუ­ლოს სი­ცო­ცხლე. ვცდი­ლობ­დი ყვე­ლას­თვის ამეხ­სნა, ასე რა­ტომ მო­ვი­ქე­ცი", - გა­ნა­ცხა­და ტე­ლე­წამ­ყვან­მა.

წყარო: ambebi.ge

ბეჭდვა
e87a93