"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელის, რაიან გიგზის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გრძელდება. შეგახსენებთ, ყოფილ უელსელ ფეხბურთელს მისი ყოფილი მეუღლე, კეიტ გრევილი ძალადობასა და იძულებაში ადანაშაულებს.
რაიანმა დაკავების ღამე გაიხსენა და ემოციებისგან თავიც ვერ შეიკავა. უელსელმა განაცხადა, რომ იმ ღამეს მისმა ყოფილმა მეუღლემ პოლიციაში დარეკა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა უელსელს მიაკითხეს და პენდლეტონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, განყოფილებაში დარეკვის მიზეზად კი არასათანადო მოპყრობა და სახეში თავის დარტყმა დაასახელა.
"მეშინოდა, აქამდე ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ, ეს ჩემთვის ყველაზე ცუდი გამოცდილება იყო".
უელსელის მუქარის შემცველი შეტყობინებები მანჩესტერის სასამართლოში გამოაშკარავეს.
წაიკითხეთ სრულად