საქართველოს მთავარ საინვესტიციოდ მიმზიდველ ქალაქებში - ბათუმსა და თბილისში, საცხოვრებლის ღირებულება ყოველწლიურად იზრდება. რა არის ამ ზრდის მიზეზი, როგორ შეიცვალა ღირებულება 2022 წლის ზაფხულში და რომელ ქალაქში არის უფრო მომგებიანი ინვესტირება, განვიხილოთ.
სად არის უძრავი ქონება უფრო ძვირი - ბათუმში თუ თბილისში?
საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონება თბილისსა და ბათუმში მდებარეობს. ამ ქალაქებში უძრავ ქონებაზე მაღალი მოთხოვნა ააქტიურებს სამშენებლო ბაზარს. დედაქალაქში უძრავი ქონების ღირებულება იზრდება ქალაქის ისტორიულ ცენტრთან ახლოს. ბათუმში, ისევე, როგორც სხვა საკურორტო ქალაქებში, საცხოვრებლის ფასი დამოკიდებულია ზღვის პირველი ზოლის სიახლოვეზე.
ბინა თბილისში, ახალ კორპუსში, 2022 წლის ზაფხულში საშუალოდ 901,6 დოლარი ეღირება. ბინის ყიდვა ბათუმში 859,6 დოლარად შეგიძლიათ. თბილისში, ახალ კორპუსებში, საცხოვრებლის ღირებულების ზრდა განპირობებულია ტურისტული ნაკადების ზრდით და ქონების გაქირავებაზე მთელი წლის მანძილზე. ტურისტები თბილისში ჩამოდიან როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ თბილისში, ბათუმისგან განსხვავებით, ახალ შენობებზე მოთხოვნა აჭარბებს ბაზარზე არსებული შეთავაზებების რაოდენობას. თბილისში მოკლევადიან და გრძელვადიან გაქირავებაზე მოთხოვნა თანაბარია. თბილისში საცხოვრებლის იჯარის ღირებულების ზრდა იწვევს უძრავი ქონების რენტაბელურობის ზრდას.
როგორია პროგნოზები? ფასების ცვლილება 2022 წლის გაზაფხული/ზაფხული
საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს გააჩნია მკვეთრი ზრდის ტენდენცია, განსაკუთრებით, ფასების კუთხით. საქართველოში საცხოვრებლის ღირებულება საშუალოდ ყოველწლიურად 15-20%-ით იზრდება. ეს ტენდენცია შეიძლება შეინიშნოს მიმდინარე სეზონში.
მაგალითად, 2022 წლის ზაფხულში ბათუმის მშენებარე ობიექტების ფასები გაიზარდა 10,9 %-ით. უძრავი ქონების საშუალო ღირებულება შეადგენს 859,6 აშშ დოლარს, რაც 84,3 აშშ დოლარით მეტია, ვიდრე 2022 წლის გაზაფხულზე - 775,3 აშშ დოლარი.
ღირებულების ყველაზე შესამჩნევი ზრდა შეიმჩნევა პერსპექტიულ განვითარებად ტურისტულ ქალაქებში - გონიოსა და ქობულეთში, სადაც ეს მაჩვენებელი კვლევის პერიოდში 20%-მდე გაიზარდა.
საქართველოში უძრავი ქონების გაძვირების მთავარი მიზეზი ტურისტული და მიგრაციული ნაკადების ზრდაა, ასევე, მთავრობის მხრიდან უცხოური ინვესტიციების სტიმულირება, რაც უძრავ ქონებაზე დამატებით მოთხოვნას ქმნის.
საქართველოს უძრავი ქონების ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის პერიოდზე მოცემულია ცხრილში.
წელიწადის რომელ დროს არის უძრავი ქონების ფასები საქართველოში ყველაზე დაბალი?
საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება. თუმცა, როგორც სხვა ქვეყნებში, სეზონურობის ფაქტორი გავლენას ახდენს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. ზაფხული და პერიოდი იანვრიდან თებერვლამდე ითვლება „დაბალ აქტივობის სეზონად“ უძრავი ქონების შესაძენად. ამ დროისთვის, საცხოვრებლის ფასები ეცემა და დეველოპერები ასტიმულირებენ გაყიდვებს სხვადასხვა სარეკლამო შეთავაზებით. ზემოაღნიშნულ პერიოდებში უძრავი ქონება არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით.
სად გავეცნოთ დეველოპერების უძრავი ქონების ფასებს?
უძრავი ქონების მიმდინარე ფასების და შესაფერისი ვარიანტის შერჩევა შესაძლებელია სერვისის Korter.ge დახმარებით. ვებგვერდზე წარმოდგენილია საქართველოს მოწინავე სამშენებლო კომპანიების აქტუალური მშენებარე ობიექტების ბაზა.
Korter.ge წარმოადგენს სრულ ინფორმაციას მშენებარე ობიექტების შესახებ, მათ ღირებულებას, შეძენის საშუალებებს, დაგეგმარებას, მშენებლობის სტადიებს, ოთახიანობას, ინფრასტრუქტურას, მშენებლობის ტექნოლოგიებს და მრავალ სხვას. შესაბამისი ვარიანტის შესარჩევად საკმარისია ისარგებლოთ ძიებით და მოახდინოთ შერჩეული კრიტერიუმების გაფილტვრა. მონაცემების მუდმივი აქტუალიზაცია ხდის სერვისს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო დამხმარედ უძრავი ქონების შერჩევისას.
R