მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელმაც რუსეთი ომის დაწყების შემდეგ დატოვა, მოსკოვში დაბრუნდა. ალამ ჟურნალისტებთან უკვე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისრაელში სამკურნალოდ გაემგზავრა, თუმცა უკვე გამოჯანმრთელდა.
„უძღები ქალიშვილის ასეთი პირდაპირი დაბრუნება გაქვთ. შვებულება დასრულდა. სამწუხაროა", - თქვა პუგაჩოვამ რუსი დიზაინერის, იგორ გულიაევის ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
„დავისვენე, ვიმკურნალე", - დასძინა ალამ.
რუსეთში დაბრუნების შემდეგ სოციალურ ქსელში ბევრი მოუწოდებდა მომღერალს, რომ ქვეყანა დაეტოვებინა.
სხვათა შორის, უცნობია, დაბრუნდება თუ არა პუგაჩოვას ქმარი გალკინი რუსეთში. ახლა ის გასტროლებზეა. რუსეთში ის უკვე შეიყვანეს იმ ხელოვანთა „შავ სიაში“, რომლებიც პუტინის პოლიტიკას არ უჭერენ მხარს.