ვარსკვლავების თაობები მუდმივად იცვლება, მერილინ მონრო და ავა გარდნერი მადონამ და სინდი კროუფორდმა ჩაანაცვლეს, მათ კი ახალგაზრდა, ამბიციური გოგონები ეცილებიან პოპულარობას. ეს ციკლი არასოდეს დაირღვევა და ყოველთვის გამოჩნდებიან ასპარეზზე ადამიანები, რომლებიც საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობენ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ წინა თაობის პოპულარული ადამიანები ხალხს დაავიწყდება, თუმცა ტენდენციები მუდმივად იცვლება და ახალი თაობის წარმომადგენლებიც საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად ახერხებენ ფეხის აწყობას. ქვემოთ ჩამოთვლილი ახალგაზრდა ვარსკვლავები სხვადასხვა მიმართულებით არიან წარმატებულნი და მათ უამრავი ადამიანი იცნობს. ზოგი ბლოგერია, ზოგი მსახიობი, მოდელი თუ სხვა:
პერის ჯექსონი
პერისი მაიკლ ჯექსონის ერთადერთი ქალიშვილია. ის თავის თაობაში საკმაოდ პოპულარული მუსიკოსი და მოდელია. სამომავლოდ კი კინოინდუსტრიის დაპყრობასაც გეგმავს.
კითხვის გაგრძელება