მანჩესტერში გამართულ სამიტზე დასწრების შემდეგ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კვლავ აქტუალურად გახდნენ განხილვის თემები. ტაბლოიდები წერენ რომ სასექსის ყოფილი ჰერცოგინია ყოველთვის ორი ზომით დიდ ფეხსაცმელს ატარებს.
სტილისტები თვლიან, რომ ამ გზით მეგანი სიწითლისა და არაკომფორტული შეგრძნების თავიდან აცილებას აპირებს და ამიტომაც, ურჩევნია შედარებით დიდი ზომის ფეხსაცმელი მოირგოს. გარდა ამისა, მჭიდრო ფეხსაცმელი ფეხების ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ წყვილი ამჟამად ბრიტანეთში იმყოფება. ბრიტანული მედია წერს, რომ მათი ჩასვლის შემდეგ დედოფალი ელიზაბეტი კვლავ შეუძლოდ გახდა.