მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელმაც რუსეთი ომის დაწყების შემდეგ დატოვა, მოსკოვში დაბრუნდა. ალამ ჟურნალისტებთან უკვე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისრაელში სამკურნალოდ გაემგზავრა, თუმცა უკვე გამოჯანმრთელდა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში დაბრუნებულმა ალა პუგაჩოვამ ანდერძს მოაწერა ხელი.
"კომსომოლსკაია პრავდა" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პუგაჩოვას ძვირად ღირებული უძრავი ქონების ნაწილია მოსკოვის ცენტრში მდებარე 300 კვ.მ ფართის ბინა. უცნობია, თუ ვის ერგება ანდერძის მიხედვით აპარტამენტი, თუმცა ცნობილია, რომ ქალაქგარეთ მდებარე სახლი მომღერალმა დიდი ხნის წინ აჩუქა შვილიშვილს, ნიკიტა პრესნიაკოვს, რომელსაც ასევე გადასცა მოსკოვის ცენტრში მდებარე სამოთახიანი ბინა.
ქალიშვილს, კრისტინა ორბაკაიტეს, პუგაჩოვამ "ტვერსკაიაზე" მდებარე ხუთოთახიანი ბინა აჩუქა.