რირი არ გეგმავს წონის დაკლებას ბავშვის გაჩენის შემდეგ: ვარსკვლავი აშკარად ტკბება თავისი ფიგურით და ახალი სტატუსით.
2022 წლის მაისში რიანა დედა გახდა - ვარსკვლავს ვაჟი შეეძინა, რის შემდეგაც რამდენიმე თვით გაქრა პაპარაცების „რადარიდან“. მაგრამ, თავად ცნობილი ადამიანის თქმით, მას უყვარს საკუთარი თავი ნებისმიერი ფორმით.
გუშინ რიანა ნახეს მეგობრებთან ერთად სეირნობისას, ნიუ-იორკში. მას ეცვა მოცულობითი ჯინსის ქურთუკი, რომელიც შედგებოდა ჯინსის შარვლისა და ზედა ნაწილისგან.
რიანას ახალ იმიჯზე სოციალურ ქსელებში ბევრს წერენ და რა თქმა უნდა, მომღერლის ფორმები და წონა მის ყველა გულშემატკივარს აღაფრთოვანებს, რადგან ისინი ძალიან აფასებენ რიანას ბუნებრივ და გულწრფელ გარეგნობას.