სიახლე

"როგორ ბედავს, ჩემს სახელს ახსენებს, მე ქმარი მყავს, ორი შვილი, ოჯახი მაქვს" - თამო ვაშალომიძე ნეკა დოროყაშვილს უპირისპირდება

"როგორ ბედავს, ჩემს სახელს ახსენებს, მე ქმარი მყავს, ორი შვილი, ოჯახი მაქვს" - თამო ვაშალომიძე ნეკა დოროყაშვილს უპირისპირდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი დაიკითხა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ იქნა ნელი დოროყაშვილის მიერ დამზადებული აუდიოჩანაწერი, სადაც ის ნიკოლოზ ბასილაშვილს ესაუბრება.

საუბრის მიმდინარეობისას ნეკა დოროყაშვილი ფოტომოდელ თამო ვაშალომიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენიებს.

თამო ვაშალომიძე ნეკა დოროყაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

„ეს მართლა თქვა? შოკში ვარ, პირი დამრჩა ღია. მე ქმარი მყავს, ორი შვილი, ოჯახი მაქვს. ცილისწამების გამო ღირსია
ვუჩივლო.

მე ამ გოგოსთან არანაირი შეხება არ მქონია, არც მის ქმართან. არც ერთს არ ვიცნობ, ინტერნეტსივრცეშიც კი არ მქონია არანაირი შეხება. ტელევიზიიდან ვიცი ინფორმაცია. როგორც ვატყობ, ეს გოგო არაადეკვატურია, მე რა შუაში ვარ საერთოდ... როგორ ბედავს, რომ ჩემს სახელს ახსენებს. ამ თემაზე გავივლი კონსულტაციას ჩემს ადვოკატთან. ქმარი მყავს სამი წელიწადია, ორი შვილი მყავს, ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით, არავის არ ვეხები“, - ამბობს მოდელი.

წყარო: palitravideo.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
კომბლე
ანგელოზი ხარ
14:15 / 15-09-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93