სიახლე

რა მნიშვნელობა აქვს ცხიმის შემცველობას რძის პროდუქტებში და როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი

რა მნიშვნელობა აქვს ცხიმის შემცველობას რძის პროდუქტებში და როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი
რძის პროდუქტები კვების საფუძველია და თან ახლავს ადამიანს სიცოცხლის პირველივე დღეებიდან. სეზონური ვირუსების გამწვავების პერიოდში ორგანიზმს რძის პროდუქტები უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე მანამდე. იმუნური უჯრედები ცილის მოლეკულებია. ამიტომ, ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ საიმედო ბარიერის უზრუნველსაყოფად, ორგანიზმმა ცილები უნდა მიიღოს. დადასტურებულია, რომ რძის პროდუქტებს ორგანიზმი 95%-ით ითვისებს და შესაბამისად, აუცილებელ ამინომჟავებსაც იღებს. გარდა ამისა, რძის პროდუქტები საჭმლის მონელებისთვის აუცილებელი წყაროა. ამიტომ ამ ტიპის პროდუქტის არჩევანს უნდა მიუდგეთ ყველაზე ფრთხილად. უნდა იცოდეთ, როდის როგორი ცხიმიანობის შემცველობის პროდუქტი
მიირთვათ, რათა მათგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

რძის ცხიმიანობა ერთ-ერთი მთავარი პარამეტრია, რომელზეც მყიდველი ყურადღებას ამახვილებს. ეს დამოკიდებულია გემოზე, საჭიროებასა და ტექსტურაზე. რძის ცხიმიანობაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი. წარმოებაში მნიშვნელოვანია ფარდობითი და მთლიანი ცხიმის შემცველობა.

უცხიმო რძის პროდუქტებს ირჩევენ ადამიანები, რომლებიც სამედიცინო მიზეზების გამო იძულებულნი არიან უარი თქვან ცხიმიან საკვებზე.

ნაკლებცხიმიანი რძის ნაწარმი დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია. მას აქვს სასიამოვნო გემო და არ აზიანებს სხეულის ფორმებს და ორგანიზმს.

აქვს თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა რძის პროდუქტებში პროცენტულობას, რამდენად სასარგებლოა რძეში მაღალი ცხიმიანობა და რა შემთხვევებში როგორი პროცენტულობის მქონე რძის პროდუქტი ჯობს რომ მიირთვათ, ამის შესახებ ცნობილი ქართული ბრენდის - „დღის პროდუქტების“ მთავარი ტექნოლოგი ნინო ბურძგლა გვესაუბრება.

- აქვს თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა რძის პროდუქტებში ცხიმის შემცველობის პროცენტულობას და რა შემთხვევებში ჯობს უცხიმო პროდუქტის მიღება?

- ზოგადად, ცხიმს აქვს არსებითი მნიშვნელობა. ცხიმს წვავს ორგანიზმი. მცენარეული ცხიმის წვა უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ცხოველურის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია პროცენტული მაჩვენებელი. ადამიანის ორგანიზმს აქვს გარკვეული რესურსი, რომ დაწვას ცხიმი. როცა იმაზე მეტ ცხიმს იღებს, ვიდრე მისი ორგანიზმი დაწვავს, მაშინ უჭირს საჭმლის მონელება. ზოგადად, ადამიანმა უნდა მიიღოს ცხოველური და მცენარეული ცხიმი, მაგრამ არა გადაჭარბებულად.

როდესაც ადამიანს ჯანმრთელობის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემა აქვს, მას ენიშნება უცხიმო რძის პროდუქტი. ასევე, ნებისმიერი დიეტის შემთხვევაშიც, იქნება ეს ქირურგიული ჩარევა თუ სხვა სამედიცინო საჭიროება, აუცილებლად ინიშნება უცხიმო ხაჭო.

- ბავშვებისთვის როგორი პროცენტულობის რძის ნაწარმია რეკომენდებული?

- დაბალი ასაკის ბავშვებისთვისაც უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტია რეკომენდებული. იწყება ყველაზე დაბალცხიმიანით და ნელ-ნელა შესაძლებელია ცხიმიანობის გაზრდა. ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა თავიდან არ არის კარგად განვითარებული, ამიტომ მას უჭირს ცხიმიანი საკვების მონელება.

- სხვადასხვა დესერტის მოსამზადებლად რამდენპროცენტიანი რძის ნაწარმი გამოიყენება?

- დესერტის შემთხვევაშიც შესაძლებელია დაბალპროცენტიანი პროდუქტების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დიეტაზეა. ზოგადად, კულინარიაში იშვიათად იყენებენ დესერტებში უცხიმო ხაჭოს. როგორც წესი, რეცეპტებში საშუალო ცხიმიანობის რძის პროდუქტები გამოიყენება ყველაზე ხშირად.

მაღალპროცენტიანი ხაჭო ბაზარზეც არ არის მოთხოვნადი, გამომდინარე იქიდან, რომ ხაჭო ზოგადად დიეტურ პროდუქტებში შედის. 0%-იანი ხაჭო არ შეიცავს ცხიმს, 4%-იანი ითვლება ნაკლებცხიმიანად, ხოლო 6%-იანი საშუალო ცხიმიანობისაა. მოთხოვნაც ბაზარზე დაბალპროცენტიან რძის პროდუქტზე უფრო დიდია. დესერტებში რეკომენდებულია 6%-იანი რძის ნაწარმის გამოყენება.

რამდენიმე რჩევა რძის პროდუქტების არჩევისას

რძის პროდუქტების არჩევისას გაეცანით შეფუთვაზე დატანილ ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციას:
• რძის გადამამუშავებელი პროდუქტის დასახელება; ცხიმის შემცველობა პროცენტში;
• დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები;
• შენახვის პირობები შეფუთვის გახსნის შემდეგ, თუ იცვლება პროდუქტის ხარისხი და უსაფრთხოება;
• რძის გადამამუშავებელი პროდუქტების მწარმოებლის დასახელება და მდებარეობა;
• რძის გადამამუშავებელი პროდუქტის წმინდა წონა ან მოცულობა;
• რძის გადამამუშავებელი პროდუქტის შემადგენლობა მისი შემადგენელი კომპონენტების მითითებით;
• მთლიანი რძისგან დამზადებული რძის გადამამუშავებელი პროდუქტების კვებითი ღირებულება;
• ინფორმაცია საკვებ პროდუქტებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით მიღებული კომპონენტების არსებობის შესახებ.

ნუ იყიდით რძის პროდუქტებს შემთხვევითი გამყიდველებისგან, არამედ შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში, რომლებიც აღჭურვილია საჭირო სამაცივრო მოწყობილობებით რძის პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ნუ იყიდით პროდუქტს, თუ პროდუქტზე ინფორმაცია არ იკითხება, ძალიან მცირე შრიფტია ან საერთოდ არ არის მითითებული. გახსოვდეთ, რომ უხარისხო რძის პროდუქტები საფრთხეს წარმოადგენს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93