სიახლე

AD BLACK SEA 2022 კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა - ყველაზე მეტი ჯილდო ქართულ კომპანიებს ერგო

AD BLACK SEA 2022 კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა - ყველაზე მეტი ჯილდო ქართულ კომპანიებს ერგო
ბა­თუმ­ში AD BLACK SEA 2022 კრე­ა­ტი­ვის 2-დღი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი დას­რულ­და. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მოვ­ლინ­დნენ სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში. ფეს­ტი­ვა­ლის გრანპ­რი JWT მეტ­რო-ს გა­და­ე­ცა, ქარ­თულ­მა კრე­ა­ტი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ „ვინ­დფორ­სმა“ სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ა­გენ­ტოს წო­დე­ბა მი­ი­ღო, ოქრო გა­და­ე­ცა Holy Motors-საც.

წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ოქრო, ვერ­ცხლი და ბრინ­ჯაო სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­და­ე­ცათ უკ­რა­ი­ნის, ყა­ზა­ხე­თის, ბულ­გა­რე­თის და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

ფეს­ტი­ვა­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად ქა­ლაქ ბა­თუმ­ში იმარ­თე­ბა და რეკ­ლა­მით და მარ­კე­ტინ­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს აერ­თი­ა­ნებს. პროგ­რა­მა ერ­თნა­ი­რად სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორც უკვე გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის, ასე­ვე დამ­წყე­ბე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის.

ორ­დღი­ა­ნი პროგ­რა­მა
სე­მი­ნა­რე­ბით, ვორკშო­პე­ბით, პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სი­ე­ბით და სა­ღა­მოს პროგ­რა­მით იყო დატ­ვირ­თუ­ლი.

ფეს­ტი­ვა­ლი უკვე მე­ექ­ვსე წე­ლია იმარ­თე­ბა და რე­გი­ონ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მისი მი­ზა­ნი ამ პლატ­ფორ­მის ირ­გვლივ შავი ზღვის აუ­ზის ქვეყ­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ერ­თმა­ნე­თის­თვის ცოდ­ნის და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და რე­გი­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა იყო. წლი­დან წლამ­დე ფეს­ტი­ვა­ლის მას­შტა­ბის ზრდა ამ მიზ­ნის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ მი­უ­თი­თებს და რი­გით მე­ექ­ვსე ფეს­ტი­ვალ­ზე, ორ­წლი­ა­ნი პან­დე­მი­უ­რი პა­უ­ზის მი­უ­ხე­და­ვად, ღო­ნის­ძი­ე­ბას სტუმ­რე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ეს­წრე­ბო­და.



აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ფეს­ტი­ვა­ლის გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, AD BLACK SEA არ იღებ­და რუ­სულ და ბე­ლა­რუ­სულ ნა­მუ­შევ­რებს და სტუმ­რებს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ უკ­რა­ი­ნე­ლი კო­ლე­გე­ბი. მათ­თვის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უფა­სო, ხოლო ფეს­ტი­ვალ­ზე დას­წრე­ბა ნა­ხე­ვარ ფა­სად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ფეს­ტი­ვალ­ზე სა­ერ­თო ჯამ­ში 7 ქვეყ­ნი­დან 500-მდე ნა­მუ­შე­ვა­რი იყო წარ­დგე­ნი­ლი.

სა­კონ­კურ­სო 11 კა­ტე­გო­რია კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და:

  • ADVERTISING CAMPAIGNS
  • BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING
  • DESIGN & BRANDING
  • DIGITAL & MOBILE
  • DIGITAL & MOBILE craft
  • FILM
  • FILM CRAFT
  • MEDIA
  • OUT OF HOME
  • PRINT & PUBLISHING
  • CREATIVE EFFECTIVENESS
რაც შე­ე­ხე­ბა სა­სე­მი­ნა­რო პროგ­რა­მას, ფეს­ტი­ვალ­ზე სპი­კე­რე­ბი მოწ­ვე­უ­ლი იყ­ვნენ დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან, ეს­პა­ნე­თი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, თურ­ქე­თი­დან, აშშ-დან, პო­ლო­ნე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან და ა.შ. სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ ფას­და­უ­დე­ბელ გა­მოც­დი­ლე­ბას და ცოდ­ნას უზი­ა­რებ­დნენ დე­ლე­გა­ტებს და გა­ნი­ხი­ლავ­დნენ დარ­გის­თვის აქ­ტუ­ა­ლურ და მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებს.



ფეს­ტი­ვალ­ზე ონ­ლა­ინ ჩა­ერ­თო სა­რეკ­ლა­მო ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რიც Sir John Hegarty, რომ­ლის წიგ­ნიც წელს პირ­ვე­ლად ითარ­გმნა ქარ­თუ­ლად, ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ცით.

AD BLACK SEA 2022 პრო­ფე­სი­უ­ლი ზე­ი­მი და ერ­თგვა­რი გა­დატ­ვირ­თვაა დარ­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იმედს იტო­ვე­ბენ, რომ ორ­წლი­ან პა­უ­ზის შემ­დეგ დე­ლე­გა­ტებს მო­მა­ვალ წლამ­დე საკ­მა­რი­სი ემო­ცი­ე­ბი და შთა­გო­ნე­ბა გა­დას­ცეს.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93