სიახლე

„ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, რომ მასზე ვტიროდი.... ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავი, არ მელაპარაკებბოდა და მაიგნორებდა“ - რა თქვა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოზე

„ჩემს თავზე ვბრაზდებოდი, რომ მასზე ვტიროდი.... ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავი, არ მელაპარაკებბოდა და მაიგნორებდა“ - რა თქვა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოზე
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, იყო შემთხვევა, როდესაც ის ნიკოლოზ ბასილაშვილმა თმით ითრია. როგორც მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე განმარტა, მას სხეულზე ნაკაწრები და სიწითლე ჰქონდა.

"თმით მათრევდა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დაწითლებები მქონდა. როდესაც ჩოგანი მომხდა თავში და სხეულზე, მახსოვს, რომ მოვიხარე და ხელი ავიფარე. ნამდვილად არ მახსოვს ტელეფონი სად დავარდა. სიწითლეები მემჩნეოდა. ეს არ იყო დაჟეჟილობა, მქონდა ნაკაწრები და სიწითლეები",- განაცხადა დოროყაშვილმა.

მისივე თქმით, იმდენად მძიმე ემოციური ფონი ჰქონდა, ფოტოს გადაღება
ვერ მოიფიქრა.

"ფიზიკური ძალადობის გამო ძალიან დასტრესილი ვიყავი, ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავი, არ მელაპარაკებოდა და მაიგნორებდა", - განაცხადა დოროყაშვილმა.

კითხვაზე, რატომ განიცდიდა მოძალადე ადამიანის სხვაგან წასვლას, თუ მის მიმართ მართლა ხორციელდებოდა ძალადობა, დოროყაშვილმა უპასუხა, რომ შესაძლოა, მის მიმართ მიჯაჭვულობა ჰქონდა.

წაიკითხეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93