სიახლე

გაახალგაზრდავების უახლესი და უმარტივესი გზა - რჩევები დერმატო-კოსმეტოლოგ დავით შიშნიაშვილისგან

გაახალგაზრდავების უახლესი და უმარტივესი გზა - რჩევები დერმატო-კოსმეტოლოგ დავით შიშნიაშვილისგან
ადამიანები და განსაკუთრებით, ქალები, მუდმივად ცდილობენ ახალგაზრდობა შეინარჩუნონ. იხვეწება და ვითარდება გაახალგაზრდავების გზები და მეთოდებიც. თუ უკანასკნელ წლებში ქირურგიული ჩარევებითა და სხვადასხვა შემავსებელი საშუალებებით სასურველი შედეგის მიღება იყო პოპულარული, ახლა უფრო მეტად მოთხოვნადი აპარატურული მეთოდებია. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური Fotona 4D აპარატია.

Fotona 4D ლაზერული აპარატი პლასტიკურ ქირურგიას ანაცვლებს. „ესთეტიკური კლინიკა 27“ კი პროცედურებს განსაკუთრებულ ფასად გთავაზობთ.

როგორც დერმატო-კოსმეტოლოგი დავით შიშნიაშვილი განმარტავს, Fotona 4D გთავაზობთ
დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებას, კანის დაჭიმვასა და გაახალგაზრდავებას, Glow ეფექტს და ეს ყველაფერი სრულიად უსაფრთხოდ, ანესთეზიის გარეშე.

„Fotona 4D ორი სხვადასხვა ლაზერით მუშაობს. ამ აპარატს Time Walker ანუ დროში მოგზაური ჰქვია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ყოველგვარი ქირურგიის, შემავსებლების გარეშე იმოგზაურებთ დროში და გაახალგაზრდავდებით. ჩვენი მიზანია, სახის კანი მაქსიმალურად მივუახლოოთ იმ მდგომარეობას, როგორიც 25 წლის ასაკში იყო. ზოგადად, ამ დროს წყდება კოლაგენის წარმოქმნა და კანი იწყებს დაბერებას. დაბერების ტემპი კი სხვადასხვა ფაქტორიდან, მათ შორის, გენეტიკიდან, ცხოვრების სტილიდან, სტრესის დონიდან გამომდინარეობს. აპარატი ხელს უწყობს კოლაგენის ბუნებრივი გზით გამომუშავებას,“ - განმარტავს დავით შიშნიაშვილი.

Fotona 4D-ს სრული კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე. საჭირო პროცედურების რაოდენობა გამოითვლება ასაკის 10-ზე გაყოფით. თვეში ერთი პროცედურა ტარდება. შედეგი თვალსაჩინოა პირველივე პროცედურის შემდეგ. კოლაგენის გამოყოფის სრული სტიმულირება კი პროცედურიდან 21-ე დღეს ხდება. ამასობაში მეორე პროცედურაც ტარდება. შუალედში ბიორევიტალიზაციის გაკეთებაა რეკომენდებული. გარედან შეყვანილი ჰიალურონი კოლაგენის ორმაგად სტიმულირებას ახდენს.

Fotona 4D-ს პირველი პროცედურის დროს დასხივება ხდება პირის ღრუში, ლორწოვან გარსზე. ეს მიდგომა Fotona 4D-ის პატენტია და მისი გამოყენება სხვას არ შეუძლია. ლორწოვანიდან დასხივებას რამდენიმე უპირატესობა აქვს. მყესების მიმაგრების ადგილზე ლაზერის სხივის მიწვდენა პირის ღრუდან უფრო მარტივია და ამიტომ ლიფტინგის ეფექტი უფრო თვალსაჩინოა. მეორე მხრივ, ლორწოვანიდან დასხივება არ არის მტკივნეული და შესაბამისად, ლაზერის დასხივება მაღალი სიძლიერით ხდება. მეორე და მესამე პროცედურით ლაზერის საშუალებით სითბური სტიმულაცია ხდება. მეოთხე და შემდგომი პროცედურა კი ლიფტინგისთვის კეთდება.

Fotona 4D-ის პროცედურები, რომელსაც „ესთეტიკურ კლინიკა 27-ში“ მაღალკვალიფიციური დერმატო-კოსმეტოლოგები განახევრებულ ფასად ჩაგიტარებენ, გაახალგაზრდავებისა და ინდივიდუალიზმის შენარჩუნების საუკეთესო გზაა.

R
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93